თემა: ადამიანი, სათნოებები, ღმერთი რაც მეტად უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად ხედავს საკუთარ ცოდვილობას. link
თემა: განმარტოება, მონაზონთათვის ადამიანი, რომელმაც სენაკის სიტკბოება შეიცნო, გაურბის მოყვასს, თუმცა კი უყვარს და პატივს სცემს მას. link
თემა: ცოდვა უზრუნველნი რომ არ ვიყოთ მცირეზე და იმაზე, რაც მცირედ მიგვაჩნია, დიდსა და მძიმეში არ ჩავცვივდებოდით. link
თემა: ცდუნება, ცოდვა არაფერია იმაზე მძიმე და დამღუპველი, ვიდრე ზიანის მიყენება არა მარტო საკუთარი თავის, არამედ - მოყვასისთვისაც. link
თემა: ვნებები, ჩვევები, ცოდვა თუ სული თუნდაც ერთ ცოდვას აქცევს ჩვევად, მაშინ მტერი მოულოდნელად დაესხმის თავს, რადგან თავისი ვნების გამო მის ხელში აგდებს თავს. link
თემა: ბოროტება, ბოროტი სამხიარულო ხუმრობები, ცოდვა ნუ ჩაიდენ ბოროტებას - ხუმრობითაც კი, რამეთუ ისეც ხდება, რომ ზოგი თავდაპირველად ხუმრობით აკეთებს ბოროტებას, შემდეგ კი გაიტაცებს იგი. link
თემა: ამპარტავნება, მრისხანება შეუძლებელია, ვინმე განურიცხდეს მოყვასს, თუ მისი გული თავდაპირველად არ გაამპარტავნდება, თუ არ დაამცირებს მას და თავს მასზე აღმატებულად არ ჩათვლის. link