არა მარტო უნდა გაურბოდე ამგვარ საუბრებსა და ბოროტ თავყრილობებს, არამედ, თუ შეგიძლია, ღვთისმოსაობით ძმათა შორის ჩაშალე ასეთი საუბარი, სიკვდილის ხსენებითა და საშნელი სამსჯავროს შიშით. ასეთ შემთხვევაში სჯობს ამპარტავნების ვნებით ოდნავ შეიბღალო, ოღონდაც სხვებს სარგებელი მოუტანო
ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის, მტერი რომ განზრახ დაგაწყლულებს, - ამგვარადვე, მოყვასის ღირსება, რომლის შესახებაც რაიმე მცდარი, ხუმრობით ნათქვამი სიტყვის გამო ბოროტი ხმები ვრცელდება, არანაკლებ ილახება, ვიდრე - წინასწარგანზრახული ცილისწამების შედეგად.
როდესაც ეშმაკები ნახავენ, რომ ჩვენ დასაწყისშივე ვცდილობთ ბოროტი მთხრობელის სამხიარულო ამბების მოსმენა ისე ავიცილოთ თავიდან, როგორც სასიკვდილო ჭრილობა, მაშინ შეეცდებიან ორმაგი აზრით გვაცდუნონ. ისინი ჩაგვაგონებენ: - ნუ დაამწუხრებ ამბის მთხრობელს, ან - ხალხს თავს სხვებზე ღვთისმოყვარედ ნუ აჩვენებ. განერიდე და ნუ აყოვნებ! თუ ასე არ იზამ, ლოცვის დროს ის სასაცილო საგნები გაგახსენდება და მათზე იფიქრებ
ბილწსიტყვაობასა და ხუმრობას გარყვნილებამდე მივყავართ. თავი ანებე ხუმრობასა და მახვილსიტყვაობას. ნურც საქმით ჩაიდენ რაიმეს მაგდაგვარს. ჩვენ არ უნდა წარმოვთქვათ არც ერთი უქმი სიტყვა, რამეთუ უქმსიტყვაობიდან უხამსობამდე ერთი ნაბიჯია, რადგან ხუმარა კაცი იოლად ხდება მაგინებელი. მაგინებელი კი უამრავი საძრახისი საქმის ჩამდენია