არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია გამუდმებული ხუმრობის ჩვევა. მეფე სოლომონი სიცილს ალმოდებული

მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია გამუდმებული ხუმრობის ჩვევა. მეფე სოლომონი სიცილს ალმოდებული ფიჩხის ტკაცანს ადარებდა, რომელიც არ ათბოს და მხოლოდ ბოლავს. ხუმრობა და დაცინვა - ესეც ფუჭადმეტყველებაა, ოღონდ შხამით გაჟღენთილი, რომელსაც მსგავსად გველისა, ადამიანიც გულში იგროვებს. ადამიანი ღვთის ხატებაა, დაცინვა ესაა სურვილი საძაგელი სახით წარმოაჩინოს იგი, ანუ წაართვას მიმსგავსებულობა, კვაზიმოდოსავით მახინჯი აჩვენოს. ხუმრობა მას ცინიკოსსა და უტიფარს ხდის. ეს ამპარტავნების წარმონაშობია: დამცინავი მოყვასის დამცირებას ესწრფვის, რათა თავისი ყალბი უპირატესობა აჩვენოს. როცა ხუმრობა გვესმის, კმაყოფილებას ვგრძნობთ სწორედ იმიტომ, რომ ის ჩვენში დაგროვილი ბოროტების პოტენციალს განმუხტავს.
 
0