თემა: ანგარება დიდ ჯილდოს მიიღებ, თუ სიკეთეს ჯილდოსათვის არ აღასრულებ (თვითონვე ზეციურისთვისაც კი). link
თემა: ანგარება 164. განაშორე შენი აზრი ყოველგვარ ანგარებას და მაშინ შეძლებ დაინახო ეშმაკის მზაკვრობანი. link
თემა: ანგარება შეეცადე, ყველას სიკეთე გაუკეთო და ყურადღებას ნუ მიაქცევ იმას, მიიღებ თუ არა პირად სარგებელს. link
თემა: ანგარება 57. სიკეთის მოქმედი და საზღაურის მაძიებელი ადამიანი მონაა არა უფლისა, არამედ საკუთარი ნებისა. link
თემა: ანგარება 50. არაფრით ნაკლულევანმა შეიწყნარე სამწუხრონი და როგოც პასუხისმგებელმა (შდრ. ებრ. 13.17), უკუაგდე ანგარება. link
თემა: ანგარება სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას არა მატერიალური ინტერესებით, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მაღალი სულიერი ღირებულებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. link
თემა: ანგარება თუ ჩვენ კეთილსიმდისიერ საქციელს სათნოების შთაგონებით არ ვიქმთ, არამედ ანგარების გამო, მაშინ ჩვენ მხოლოდ მაამებლები ვართ და არა - სათნოების მოქმედნი. link