1
2
3
image
image
Loading..
 

თემა: აღდგომა

641. როგორ გვეცხადება ბუნებაში მომავალი აღდგომის სახე?საყვარელნო, დავუკვირდეთ, თუ როგორ საჩინოს ხდის მეუფე მომავალი აღდგომის დაუყოვნებლივ აღსრულებას, რომლის სათავედ მან უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგინება დაგვისახა. ვნახოთ, საყვარელნო, ჟამითი–ჟამად ქმნილი აღდგომა: დღე და ღამე გვიცხადებს ჩვენ აღდგომას. როდესაც ღამე მიიძინებს, დღე აღდგება, ხოლო, როდესაც დღე გადავა, ღამე მოგვეახლება. ან თუნდაც ხილი ვნახოთ: როგორ და რა სახით მიმდინარეობს თესვა? გამოვიდა მთესველი და მიმოყარა მიწაზე ყოველი თესლი, რომლებიც მიწაზე დაცემისას გამხმარნი და შიშველნი იყვნენ: ამიტომაც, ჯერ დაიშალნენ, შემდეგ კი უფლის წინაგანგების სიდიადემ დაშლისაგან აღადგინა ისინი და მანვე ერთისაგან მრავალი ნაყოფი აღმოაცენა და გამოიღო. ვნახოთ აღმოსავლეთის, კერძოდ, არაბეთის მხარეებში ქმნილი უცნაური სასწაული: არის ფრინველი, რომელსაც ფენიქსს უწოდებენ. იგი მარტოსული ცხოვრობს ხუთასი წელი, შემდეგ კი, როდესაც კვდომისა და დაღუპვის ჟამი დგება, ეს ფრინველი თვით იკეთებს თავისთვის სამარეს საკმევლისაგან, მირონისაგან და სხვა ნელსაცხებლებისაგან, სადაც მივა აღსასრულის ჟამს და იქ აღესრულება. როდესაც გაიხრწნება გვამი, იშვება რაღაც მატლი, რომელიც იზრდება მკვდარი ცხოველის სინოტივეში, ფრთიანდება და როდესაც მძლავრდება, აიღებს იმ სამარეს, სადაც მისი წინამორბედის ძვლებია, იტვირთავს მას და არაბეთიდან ეგვიპტეში წაიღებს, ე.წ. პელიოპოლისში; დღისით, ყველას თვალწინ, მზის სამსხვერპლოზე აფრინდება იგი, იქ დააწყობს ძვლებს და თვით უკან გამოეშურება. ქურუმები შეამოწმებენ მატიანეებს და აღმოაჩენენ, რომ ხუთასი წლის თავზე მოსულა ეს ფრინველი.
link
image

თემა: აღდგომა

ზეციური მამის ძენო და მისი სუფევის მემკვიდრენო, მისდიეთ, იჩქარეთ, იტირეთ, გიხაროდეთ, აცვრიეთ სიყვარულის ცრემლი. ჩაიძირეთ თქვენი გონებით მასში, ვინც თავისი სხეული ჩაფლა მიწაში, რათა ჩვენ ვეცხონებინეთ. ტკბილი იესო გარდამოხდა, რათა ჩ... იხილეთ სრულად
link
1
2
3
image
image