თემა: ბოროტი საქმეები ბოროტი საქმეები უკვე აქვე გეენაში ყოფნაა, რადგან სინდისი ამხილებს მცოდველს. link
თემა: ბოროტი საქმეები საკუთარ თავში ცოდვილი აზრები უნდა დავთრგუნოთ, რათა მათ ცოდვილ საქმეებამდე არ მიგვიყვანონ. link
თემა: ბოროტი საქმეები 116. ნებაყოფლობით ცუდის დამთესი ძალაუნებურად ამასვე მოიმკის, რის გამოც გვმართებს გვიკვირდეს ღვთის სამართლიანობა. link
თემა: ბოროტი საქმეები უპირველეს მდიდარს, ისევე როგორც უკანასკნელ გლახაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები გაჰყვება, კეთილი ანდა ბოროტი. link
თემა: ბოროტი საქმეები 163. თუ შეიცნობ შენს თავში უკეთურ საქმეებს, კეთილთა მოლოდინით მოიკვეთე ისინი შენი სულისგან, რადგან სამართლიანია ღმერთი და კაცთმოყვარე. link
თემა: ბოროტი საქმეები ნუ უყურებ სხვის ცოდვებს, არამედ საკუთარ ბოროტ საქმეებს შეხედე, რამეთუ პირველისთვის არ განისჯები, საკუთარისთვის კი აუცილებლად აგებ პასუხს. link
თემა: ბოროტი საქმეები 115. თუ არ გსურს ცუდი შეგემთხვეს, ნურც ცუდის გაკეთება გსურს, რადგან ამ უკანასკნელს გარდაუვალად მოჰყვება პირველი. მართლაც, ვინც რას დათესავს, იმასვე მოიმკის (გალ. 6.7). link