მინდა ხაზი გავუსვა, სანამდე მივიდა გულგრილობა.წადი რომელიმე სკოლაში და, მაგალითად, ნახავ თუ ფანჯრები ღიაა და სარკმელს ქარი აბრახუნებს, მაშინ დიდი საქმეა, რომ ბავშვი მოძებნო და დახურო ისინი, რომ მინები არ დაიმსხვრეს. ადამიანები დოყლაპიებივით დგანან, უყურებენ, როგორ ბრუხუნებს ფანჯრები, გვერდით ისე გაუვლიან, თითქოს არაფერი ხდებოდეს. სულერთია!
მაშფოთებს გამეფებული გულგრილობა. რაღაც მზადდება. ჩვენ წესიერად ჯერაც ვერ გავიგეთ, რა დროში ვცხოვრობთ, არ იცით, რომ მოვკვდებით. რა გამოვა ყოველივე ამისგან, არ ვიცი ,მდგომარეობა ძალზედ რთულია. სამყაოს ბედი რამოდენიმე ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ უფალი ჯერ კიდევ ამუხრუჭებს. ჩვენ ბევრი და ტკივილით ლოცვა გვმართებს, რათა უფალო ჩაერთოს იმაში რაც ხდება. გულმხურვალედ მოვეკიდოთ ამას და სულიერად ვიცხოვროდ. ძალიან რთული დროა. უამრავი ფერფლი, ნაგავი , გულგრილობაა ირგვლივ და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაფანტოს,საჭიროა,ძლიერად დაუბეროს. მოხუცები ამბობდნენ, რომ დრო მოვა, როდესაც ადამიანები დაიწყებენ წიხლების კვრას! და აი, ანგრევენ გალავნებს, არაფერს უწევენ ანგარიშს. საშინელებაა! დადგა ბაბილონის აღრევის ხანა! წაიკიტხეთ სამი ყრმის ლოცვა და დაინახავთ, როგორი თავმდაბლობით ლოცულბდნენ ისინი. და 82-ე ფსალმუნი : "ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ, ნუ დასდუმნები". აი,ესაა საჭირო , სხვანაირად კარგს არაფერს ელოდე. საჭიროა, საღვთო ჩარევა!
წმიდაო მამაო, შეგიძლიათ, გვიამბოთ, რაიმე კეთილ გულგრილობაზე?
კეთილი გულგრილობის მოპოვება აუცილებელია ადამიანისათვის, რომელსაც ეშმაკი სხვადასხვაგვარი ზრახვებით სტანჯავს. ასეთი ადამიანისათვის უკეთესია, თუ ცოტა უგრძნობელი გახდება - ამ სიტყვის კარგი გაგებით და თუ ათასნაირი ზრახვების ტყვეობაში არ მოექცევა. გარდა ამისა, კეთილი გულგრილობა აუცილებელია ადამიანისათვის, რომელიც ეშმაკმა, მისი მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, რაღაც კონკრეტული საქმის ან მოვლენის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე გახადა, თუნდაც ამ ადამიანს ზოგადად, გადაჭარბებული მგრძნობიარობა არც ახასიათებდეს. ასეთ ადამიანსაც გამოადგება, თუ გარკვეული დროით კეთილ გულგრილობას გამოიჩენს. თუმცა ეს მოძღვრის მეთვალყურეობით უნდა ხდებოდეს. ადამიანმა თავისი ზრახვები მოძღვარს უნდა გაუმხილოს და მისი ხელმძღვანელობით მოქმედებდეს.