1
2
3
image
image
Loading..
 

თემა: გულის განწმენდა

20. გამოიკვლიე შენი თავი, ძმაო, ყოველდღიურად, ამასთან, შეიმეცნე შენი გული, თუ რა ვნებაა მასში ღვთის წინაშე და განაგდე ეს ვნება შენი გულისგან, რომ არ გეწიოს შენ მძიმე ჯვარი.
link
image

თემა: გულის განწმენდა

წმინდა სიყვარული სუფთაა, თავისუფალი, მთლიანად ღმერთისმიერი.
წმინდა სიყვარული არის სული წმიდის მოქმედება, რომელიც, გულის განწმენდის კვალდაკვალ, მასში დაიმკვიდრებს.
link
image

თემა: გულის განწმენდა

მეფესავით იჯექი შენს გულში - სულიერი სიმდაბლის ტახტზე და უბრძანებდე სიცილს - წარვედ და წარვიდის, გლოვას - მოვედ! და მოვიდის და ხორცს ამ მონას და მტანჯველს ჩვენსას - ქმენ ესე! და ქმნის. (მათ.8.9.)
link
image

თემა: გულის განწმენდა

განწმენდილ გულზე დაფუძნებული მშვიდობა დაუშრეტელი წყარო და ძალაა ადამიანის მიახლოებისათვის ღმერთთან და მოყვასთან, რის შედეგადაც თითოეული ჩვენგანის შინაგანი მშვიდობა საკაცობრიო მშვიდობად იქცევა.
link
image

თემა: გულის განწმენდა

გრძნობა, ანუ კაცის გულის მოძრაობა მართავს მისსა ცხოვრებასა და საქმეთა. ჭკუასა და მეცნიერებასა ისე არა ემორჩილება კაცი, როგორადაც გულის წადილს და გრძნობასა. მაშასადამე, მოამზადე, დააწყვე გულისა შენისა ჭურჭელი.
link
1
2
3
image
image