თუ ვისმეს შური და მტერობა აქვს ვისმესთან და უნდა როგორმე მას ავნოს, ხოლო პირდაპირ, განცხადებით ვერაფერს ავნებს, თვითონაც ფარისეველია, ანუ ეშინია, მაშინ საიდუმლოდ, მთავრობასთან დააბეზღებს წერილებით, რომელსა შინა სხვადსხვანაირს ბრალს დასდებს მასზედა. ეს არის ერთობ სასირცხო და საზიზღარი საქმე. იგი გამოაჩენს დაცემულსა და მდაბიოსა ხასიათსა კაცისასა. დაბეზღება, შესმენა არის ცილისწამება, ნაყოფი მტერობისა და სიძულვილისა; ხოლო საღმრთო წერილიც შურისძიებას, მტერობას და ცილისწამებას დაამზგავსებს და უწოდებს კაცის კვლად. მაშასადამე, ამისთანა საშინელ ცოდვას მიიღებს თავის თავზედ დამბეზღებელი, შემასმენელი და თავის განზრახვას და მიზანს მაინც ვერ მიაღწევს.