გარეგნული ჯვარია აშკარა დაცინვა, საყვედურები გაკიცხვა და ცილისწამება სხვათაგან. შინაგანი კი - ყველაფერი ეს, ოღონდ ბოროტი ზრახვებისა და სურვილებისაგან (წმ. თეოფანე დაყუდებული).
ეს ამბავი 1881 წელს მოხდა. ერთ მონასტერს ესტუმრა ერთ-ერთი სამრევლო ტაძრის წინამძღვარი და უამბო, რომ ცოტა ხნის წინ მისი ქალიშვილი მეზობელ სოფელში თავადებთან სტუმრობდა, რათა მისი ქალიშვილების წრეში დრო გაეტარებინა. ერთხელ ნასადილევს გოგონები აივანზე გამოვიდნენ. მათ მიუახლოვდა პატარა მუნჯი ბიჭი და მოწყალება ითხოვა. გოგონამ დასცინა და საბრალო ბავშვი თვალცრემლიანი გასცილდა იქაურობას. მეორე დილით, როდესაც გოგონამ გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ მეტყველების უნარი დაჰკარგვოდა. მამამ დაუყოვნებლივ წაიყვანა ქალიშვილი ცნობილ ექიმებთან, მაგრამ მათ ვერაფერი უშველეს, რადგან გოგონას არცერთი ორგანო დაზიანებული არ ჰქონდა. გავიდა რამდენიმე თვე. ერთ ღამეს მშობლებს მოესმათ, რომ გოგონა ძილში ვიღაცას ესაუბრებოდა. ისინი ფეხაკრეფით მიუახლოვდნენ შვილის საწოლს, რომელმაც გამოღვიძების შემდეგ უამბო მათ, რომ მის საწოლს ნათლით მოსილი ახალგაზრდა მიუახლოვდა და უთხრა: -შენ დაისაჯე იმისთვის, რომ მუნჯ ბავშვს დასცინე; მაგრამ ღვთის წყალობით დაგიბრუნდება მეტყველების უნარი; მშობლებთან ერთად ფეხით წადი მონასტერში დ მადლობა შესწირე უფალს, რომელმაც თქვენი ლოცვა შეისმინა. ამ დღის შემდეგ გოგონა განსაკუთრებული გულისხმიერებითა და თანაგრძნობით გამოირჩეოდა თანატოლების მიმართ.