ჰოი, ვითარ საშინელ არს და მავნებელ, ოდეს დედა თვით არს ცუდისა ხასიათისა, არ მიხედავს თვისსა მნიშვნელობასა და ნაცვლად კეთილთა და საყვარელთა თვისებათა გარდასცემს შვილთა ცუდსა ხასიათსა. უმჯობესი არის, რომ თავის ხელით მოკლას მან შვილი თვისი.
რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს.
როგორითაც კაცი, შეხედავს რა სარკესა, განიხლავს პირის სახესა თვისსა, მსგავსად ამისა ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ღვთის მსგავსისა ამის ქალისა (ღვთისმშობელისა) და მით განიხილავდეს სახესა ღვთისასა ცხოვრებისასა.