თემა: დრო ამ სოფლად ჩვენთვის მოცემულ სივრცესა და დროში უნდა მოვასწროთ ზეცად ამყვანაბელ კიბეზე აღსვლა. link
თემა: დრო მედროვე ადამიანები ისევე არამდგრადნი არიან თავიანთ წესებში, როგორც ცვალებადია დრო და ვნებების კაპრიზები. link
თემა: დრო აწმყო უნდა დავაფასოთ და როგორც ფუტკარმა - თაფლი, ჩვენც ქველის საქმენი უნდა შევკრიბოთ. უნდა ვიჩქაროთ, რადგან არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. link
თემა: დრო დრო და უსასრულობა თითქოს დაობენ ერთმანეთთან. თითოეული თავისას ითხოვს, ღმერთი კი მათ აერთიანებს, რადგან ორივე მის მიერაა შექმნილი და ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. link
თემა: დრო ამქვეყნიური ჩვენი ყოფა დროებითია და მსწრაფლწარმავალი. დრო კი რომელშიც ვცხოვრობთ, წრიულია, განმეორებადი და, ამავე დროს, სწორხაზოვანი, - მიემართება დასაწყისიდან დასასრულისკენ. link
თემა: დრო თითოეული ჩვენგანი სამი დროით ცხოვრობს: წარსულით, აწმყოთი და მომავლით. წარსულს ვერ შევცვლით და ვერც დავაბრუნებთ, მომავალი კი დღევანდელი დღით განისაზღვრება და მისგან გამომდინარეობს. link
თემა: დრო დროის სული სიცრუის სულია. იგი დღეს ერთს აქებს, ხვალ - მეორეს; ის დღეს დასცინის იმ კანონებსა და აზრებს, წომლებიც ხუთი წლის შემდეგ, თუ უფრო ადრე არა, უკვე იმას დასცინებს, რომლითაც დღეს დასცინებს. link
თემა: დრო სამოთხეში ყოფნის პერიოდს მამები "წმინდა დროდ" მოიხსენებენ. იგი სხვა სახისა იყო და იქ არც ადამი არც ევა არ ექვემდებარებოდნენ მის მდინარებას. ის დრო კი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დადგა ცოდვით დაცემის შემდეგ. link
თემა: დრო დრო ჩვენთვის ღვთისაგან მომადლებულ ძვირფას საგანძურს წარმოადგენს რომელიც არა იმისათვის მოგვემადლა, რომ ამაოდ განვლიოთ, არამედ სულიერი და ფიზიკური ძალების დაძაბვით სხვისა და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. link