image

თემა: დრო ლოცვისათვის

კაცთა მართალთა და წმინდათა უმეტესად უყვარდათ ლოცვა შუაღამეს, ესე იგი იმ წამს, როდესაც ყოველი სულდგმული მოსვენებულია. განა არ შეიძლება, რომ იმ წამს, რომელიც შენ გადადებული გაქვს ლოცვისათვის, რომელმანმე მიზეზმა დაგიშალა კეთილად ლოცვ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დრო ლოცვისათვის

რაც არ უნდა ფართო იყოს შენი ყოველდღიური საქმიანობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს შენი ყოველდღიური შრომა, რომლითაც არსებობის პურს მოიპოვებ, უეჭველია, რომ შეგიძლია, სულ ცოტაოდენი დრო გამოუყო დღისა და ღამის დასაწყისი საათებიდან ლოცვით საუბ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დრო ლოცვისათვის

განსაკუთრებით როდის გაიღებს უფალი მოწყალებას?უფლისთვის განსაკუთრებით სათნოა ღამის ლოცვები, როდესაც შენ დასვენების დროს ტირილს უთმობ. გაიხსენე დავით მეფე, რომელიც თავის თავზე ამბობდა: "განრისხდა გულის წყრომითა თვალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა” (ფსალმ. VI,7).
link
image

თემა: დრო ლოცვისათვის

როგორ მოვიქცე თუ მეტი ვიძინე და დილის ლოცვისთვის დრო აღარ დამრჩა, მე კი სამსახურში ან ტაძარში მსახურებაზე მეჩქარება?თუ დილით დაგეძინა და დილის ლოცვას ვეღარ ასწრებ, ასე შეიძლება მოიქცე: დაიწყე ლოცვის კითხვა სახლში და დაამთავრე გზაში.
link
image

თემა: დრო ლოცვისათვის

438. როდესაც წასაკითხად ან ხელსაქმისთვის ვზივარ და მინდა ვილოცო, აზრი აღმოსავლეთისაკენ შებრუნებას მაიძულებს, როგორ მოვიქცე ჩემო მამაო?როდესაც ზიხარ, ან დადიხარ, ან რაღაცით დაკავებული ხარ, ან ჭამ, ან სხვა რაიმეს სხეულებრივი მოთხოვნილებისთვის აკეთებ, მაშინ პირით აღმოსავლეთისკენ იქნები თუ დასავლეთისკენ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ნუ დაგაეჭვებს ლოცვა, რამეთუ ჩვენ მცნება მივიღეთ, რომ ის მოუკლებელად და ყველგან აღვასრულოთ. წერილში ნათქვამია: „გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი“ (ფსალ. 67, 4), ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი ყველგანაა. მაშინაც კი, როდესაც თავდაბურული ხარ, ლოცვას ნუ მიატოვებ, არამედ მხოლოდ იმას დაუკვირდი, რომ ეს უგულისყუროდ არ გააკეთო.
link
image

თემა: დრო ლოცვისათვის

სახარებაში წერია, უფალი ღამით ლოცულობდაო (მაგ., ლკ. 6, 12). რატომ უყვარდათ წმინდანებს ღამით ლოცვა და რას ნიშნავს ჩვენთვის ასეთი ლოცვა?ღამით, როდესაც ქვეყანა სიბნელესა და ძილში ინთქმება, თვითონ სიჩუმე განაწყობს კაცს ლოცვისათვის. ღამით აღარ არსებობენ გარეგნული შთაბეჭდილებები, გონებას რომ თავისკენ იზიდავენ და ლოცვას ამძიმებენ. ამ დროს დემონი მხოლოდ მეხსიერების საშუალებით მოქმედებს. ღამით სული იმ სახლს ემსგავსება, რომლის ხუთი გრძნობა ხუთი სარკმელივითაა დაგმანული დარაბებით და მხოლოდ მეხსიერების სარდაფში ჩასასვლელი კარია ღია. ღამით ფუტკრების სკასავით მოგუგუნე ქალაქის ხმაური წყდება, სიჩუმე ისადგურებს და ადამიანი თავს ისე გრძნობს, როგორც უდაბნოში. მაგრამ არსებობს ღამისა და სიბნელის, როგორც სიმბოლოს კიდევ ერთი ახსნა - ესაა საიდუმლო გონების განთავისუფლებისა ამა სოფლის გულისსიტყვების, სახეების, მოგონებების, გეგმების, სურათებისგან და სულის განძარცვა ყოველივე მისთვის არათვისებრივისგან; ეს სიბნელე მალავს ხილულს, რათა გამოაჩინოს უხილავი: მასში უჩინარი ნათელია გაბნეული.
ღამე თავისი შავი საბურავით ფარავს მიწას და, იმავე დროს, თითქოს გამოაჩენს ვარსკვლავებით მოჭედილ უძირო ზეცას, მარადისობას რომ გვახსენებს. ღამით ადამიანს უადვილდება მოსწყდეს დროებითსა და წარმავალს; უადვილდება ყველაფერი დავიწყების საფარველ ქვეშ დამარხოს, როგორც ზამთარი ფარავს მიზას თოვლის ზეწრით; უადვილდება გონებით მიწაზე ამაღლდეს და გულით ერთადერთს - ღმერთს შეუვრდეს.
მაგრამ თუ გონებიდან ამა სოფლის ხსოვნის ამოგდებას ვეცდებით, ხომ არ ჩაქრება ჩვენს სულში კაცთა მიმართ - უძლურებაში მყოფ მოძმეთა მიმართ სიყვარული?როდესაც მეფის ამალის წევრი ტახტის წინაშე დგას, ის უკვე აღარაფერზე ზრუნავს, რადგან იცის: მეფე არა მარტო მას, მისი ოჯახის წევრებსაც არ მოაკლებს თავის წყალობას. თუ შეიარაღებული მეომარი მეფის დაცვაში დგას, მას ეკრძალება აქეთ-იქით ყურება, ან ვინმესთან ლაპარაკი - მისი თვალიც და გონებაც მთლიანად მეფისკენ უნდა იყოს მიმართული. ლოცვა არის მხსნელი კაცისა ყოველი განსაცდელისა და უბედურებისაგან, ლოცვა შრეტს ღვთის რისხვას და მის მადლს ჰფენს სოფელს. ამიტომაცაა ლოცვა ღვთის წყალობა კაცთა მიმართ.
link