1
2
image
image
Loading..
image

თემა: დუმილი

ღმერთმა უთხრა ესაიას: "და ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა?" (ეს. 66,2). ევედრე ღმერთს, რომ გაგიგრძელოს ცხოვრების დღენი. გულის განწმენდას უშრომლად ვერ შეძლებ, დუმილით ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დუმილი

როდესაც ჩუმად ვართ, ჩვენი მტერი - ეშმაკი ვერ ასწრებს კაცის გულში დაფარული საიდუმლოს ამოხსნას. იგივე შეიძლება ითქვას გონებაზეც. ასეთ ღვაწლს შედგომილმა მთელი სასოება უფალზე უნდა დაამყაროს, მოციქულის სიტყვის თანახმად: "ყოველივე ზრუნვ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დუმილი

როდესაც ჩუმად ვართ, ჩვენი მტერი - ეშმაკი ვერ ასწრებს კაცის გულში დაფარული საიდუმლოს ამოხსნას. იგივე შეიძლება ითქვას გონებაზეც. ასეთ ღვაწლს შედგომილმა მთელი სასოება უფალზე უნდა დაამყაროს, მოციქულის სიტყვის თანახმად: "ყოველივე ზრ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დუმილი

298. რომელია სულისათვის უმჯობესი – დუმილი თუ ბრძნადმეტყველება?უმჯობესია შენთვის, იყო გულისმხისმყოფელი, გამოცდილი და მცირედის მეტყველი, ვიდრე გამოდიოდეს შენგან სწავლა, როგორც წყარო, შენი მახვილი გონების გამო.
link
image

თემა: დუმილი

469. როდესაც იმ ადამიანთა წრეში აღმოვჩნდები, რომლებიც საერო ან სულიერ საკითხებზე საუბრობენ, მაშინ როგორ მოვიქცე: მივიღო მონაწილეობა საუბარში თუ არა?თუ იმ ადამიანთა საზოგადოებაში აღმოჩნდები, რომლებიც საერო ან სულიერ საკითხებზე საუბრობენ, მაშინ ისეთი რამ თქვი, რაც სულისთვის საზიანო არაა, მაგრამ - განსჯით, რათა მდუმარედ არ მიგიჩნიონ და მოსაუბრეთა მხრიდან შექებას გაექცე; ასე შენც არ დამძიმდები. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ასე მოიქცევი, ანუ როცა რაღაცას იტყვი, გაფრთხილდი, არ განიკითხო ისინი, ვითარცა მრავლისმეტყველნი, რამეთუ შენ არ იცი, იქნებ შენმა ნათქვამმა ერთმა სიტყვამ უფრო დაგამძიმოს, ვიდრე მათმა მრავალმა.
link
image

თემა: დუმილი

478. ჩემო მამაო, შენ თქვი, დუმილი ყველა შემთხვევაში კარგიაო. მაგრამ როგორც კი მას ვიცავ, მაშინვე მეჩვენება, რომ ამას შფოთის მოსაშორებლად ვაკეთებ და ვზიანდები. როგორ ხდება ეს?თუ შენ დუმილს მოღვაწეობის გამო იცავ, ეს კარგია; ხოლო თუ ამ განზრახვით არ ჩუმდები, არამედ შფოთის გეშინია, ეს საზიანოა.
link
image

თემა: დუმილი

468. ხშირად, როდესაც ზოგადად ვლაპარაკობ, მრავალსიტყვაობაში ვვარდები, რომლისგანაც, როგორც ითქვა, ცოდვას ვერავინ გაექცევა (იგავ. 10, 19). ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე?შევეცადოთ შემდეგნაირად გამოვსწორდეთ: თუ გვძლია აზრმა და ერთხელ ავლაპარაკდით, მაშინ მეორედ თავის შეკავება უფრო მეტი ძალისხმევით ვცადოთ. თუ მეორეჯერაც დავმარცხდით, მაშინ მზად ვიყოთ, რომ მესამედ შევიკავოთ თავი, და ასე თანმიმდევრულად ყოველი საუბრის დროს. მათმა რიცხვმა, დაე, ათსაც მიაღწიოს, და მაშინ, რომელმაც ათი შემთხვევიდან ერთში თავი შეიკავა, ის იმაზე კარგად მოიქცა, ვინც ათივე საუბარში გაერთო.
link
image

თემა: დუმილი

467. არის ზოგიერთი, ასე ვთქვათ, ზოგადი საუბრები, რომლებშიც არც ცოდვაა და არც სარგებელი, როგორც მაგალითად: ქალაქის მოუწყობლობის ან მშვიდობის შესახებ, მის სიმდიდრეზე ან საომარ ვითარებებზე და მსგავს საკითხებზე. ნუთუ ასეთი საუბარიც შეუფერებელია?თუ დუმილი კეთილ საუბრებზე უფრო სასარგებლოდ ითვლება, მაშინ ის მით უფრო სასარგებლოა ზოგად საუბრებზე. ხოლო თუ გაჩუმება არ შეგვიძლია, და მსგავს საკითხებზე საუბარი გვიტაცებს, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში საუბრებს ნუ გავაგრძელებთ, რომ მრავალსიტყვაობამ მტრის ხაფანგში არ შეგვიტყუოს.
link
1
2
image
image