image

თემა: ეპიტიმია

537. რა არის ეპიტიმია?თითოეულ მორწმუნეს, არა განდგომილს ეკლესიისაგან, საკუთარი მოძღვარი ჰყავს. მოძღვარი აღსარების დროს მის ყოფაქცევასა და საქმეებს გამოიკვლევს და თუ საჭიროდ ჩათვლის, მას სულიერ სასჯელს ანუ ეპიტიმიას დაადებს. თუ დაინახა, რომ მორწმუნე თავის ცოდვებს ჭეშმარიტად ნანობს და ცხადად სურს თავისი ცხოვრების გამოსწორება, უფალ იესო ქრისტეს სახელით მიუტევებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დააყენებს ზიარებისაგან, რათა უმეტესად შეინანოს და გამოსწორდეს.
link
image

თემა: ეპიტიმია

587. როდესაც ძმათაგან ვინმე შესცოდავს, როგორ ვამხილო ის, ცალკე თუ ძმების თანდასწრებით?თუ დანაშაული დიდია, მაშინ ძმების თანდასწრებით ამხილე, მაგრამ წინასწარ უნდა უთხრა მას: „თუ არ გამოსწორდები, ძმების თანდასწრებით განვაცხადებ ამას“. ასე უფალმა გვამცნო: „ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი, ან ორი სხუაი“ (მათე 18, 15). და ა.შ. ხოლო, როდესაც შეცოდება უმნიშვნელოა, მაშინ ცალკე ამხილე და ეპიტიმიაც დაადე.
link
image

თემა: ეპიტიმია

549. კვლავ დიდი ბერისაგან, ერთ-ერთ მამას, რომელმაც ჰკითხა: უნდა დაისაჯოს თუ არა მისი მოწაფე შეპასუხებისთვის მკაცრი ეპიტიმიით? საყვარელო ძმაო, იცოდე, ჩვენი ჟამი ბოროტია. დასჯა უდავოდ კარგია, გაკვირვების ღირსია, და მას თავის სასარგებლოდ მრავალი მოწმობა გააჩნია; რამეთუ წერილი ამბობს: „რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის“ (ებრ. 12, 6), და კიდევ: „ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო“ (ფსალ. 93, 12), და სხვ. მაგრამ ამ ძმას გულფიცხელობა ებრძვის; იქნებ მოითმინო და იშრომო მასთან. ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც, მოციქულის სიტყვის თანახმად (2 ტიმ. 4, 2); და თუ ამ სასჯელს მიიღებს, მაშინ კვლავ შეიძენ მას. გულფიცხელობის უმძიმესი ძილიდან გამოაღვიძე ის, რადგან თუ მას ეკლები გაუმსხვილდება, მაშინ ფრიადი და დაუცხრომელი ტირილი მოგიწევს მისთვის. თუ ის ეკლების აღმოსაფხვრელად მანამ იშრომებს, სანამ ისინი ბალახის ღეროებივითაა, მალე განთავისუფლდება მაგ ვნებისაგან. ხოლო თუ ეს ეკლები გაუმაგრდება, მაშინ მათი აღმოფხვრა შრომასთან, ღვაწლთან და ავადმყოფობებთან იქნება შეუღლებული. ასე რომ, უთხარი მას, რათა ზედმიწევნით დაუკვირდეს საკუთარ თავს.
link