ერი, სახელმწიფო - ციტატები, გამონათქვამები
ერი, სახელმწიფო - ციტატები, გამონათქვამები ერი, სახელმწიფო, გამონათქვამები, ციტატები
ყოველი ერის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლისუნარიანობა, შობადობა, გამძლეობა.
ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი.
ქრისტიანობამ შეძლო მიეცა მისი მიმდევარი ყველა ხალხისათვის წინსვლისა და აყვავების დიდი უნარი, არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი კარგად ჩამოყალიბებულ იდეებსა და იდეალებს წარმოადგენდა, არამედ იმ ღვთიური მადლისა და განგებულების შედეგად, ... იხილეთ სრულად
ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვადას... იხილეთ სრულად
საჭიროა არ დაიკარგოს თაობათა ერთობა და ეროვნულ ფასეულობათა დაცვა ახალი მოთხოვნების შესაბამისად გაგრძელდეს.
მომავალმა თაობამ უმთავრესი ყურადღება უნდა მიაქციოს სამეცნიერო, კულტურულსა და ეკონომიკურ სფეროს, რათა ჩვენი ქვეყანა სრულფასოვან სახელმწიფოდ იქცეს.
გლობალიზაციის პროცესი ბუნებრივად იწვევს იმ ხალხებისა და კულტურების ასიმილაციასა და ზოგჯერ სრულ გაქრობასაც, რომელნიც ვერ გამოიმუშავებენ სათანადო იმუნიტეტს
კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაშიც.