1882.რა გვეძლევა ზეთის კურთხევის საიდუმლოთი?
გვეძლევა მადლი, რომელიც:
1. სულიერად აძლიერებს ავადმყოფს,
2. განწმენდს ცოდვათაგან,
3. უმსუბუქებს ტანჯვას,
4. ხშირად კურნავს კიდეც მას.
1883.მოხსენებულია თუ არა წმიდა წერილში ზეთის კურთხევა?
დიახ, ნახსენებია ორჯერ, მკაფიოდ:
1. მარკოზის სახარებაში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მოციქულებმა მრავალ ავადმყოფს სცხეს ზეთი და განკურნეს (მკ.6,13).
2. იაკობ მოციქულის ეპისტოლეში, რომელშიც ნათქვამია: ,,უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხენ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მიუტეოს მას" (იაკ.5,14-15).
1884.როგორი სახით ეძლევა ავადმყოფს ზეთის კურთხევის საიდუმლო?
ეძლევათ ამგვარად: მღვდელი ჯვრის სახით სცხებს სხეულს სხვადასხვა ადგილებზე წმიდა ზეთს და მათი სულიერი და ფიზიკური განკურნებისათვის ლოცულობს.
1885.რას აღნიშნავს ნაკურთხი ზეთი?
ნაკურთხი ზეთი აღნიშნავს საღმრთო მადლს.
1886.გონივრულია სნეულთა შიში ზეთის კურთხევის საიდუმლოს მიმარტ?
შიში სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ეს საიდუმლო საკურნებელია და არა მომაკვდინებელი.
1887.ვინ აკურთხებს ზეთს ზეთის კურთხევის საიდუმლოსთვის?
ზეთის კურთხევის საიდუმლოსთვის ზეთს აკურთხებს მღვდელი.
განმარტება
I. ავადმყოფობის დროს შიშის გარეშე, გადაუდებლად უნდა მივიღოთ ზეთის კურთხევის საიდუმლო. მისი გადადება მცირედმორწმუნეობის ნიშანია, ეს უძლურება კი წინაღობას უქმნის საიდუმლოს საკურნებელ მოქმედებას.
II. ზეთის კურთხევის მიღებამდე აღსარება უნდა ვთქვათ სა ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოთ.
III. ის, რომ მღვდელი უძლურებაში მყოფს გამომშვიდობებისას ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს, მიუთითებს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლო ავადმყოფს განკურნებაში შეეწევა.
IV. მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა საიდუმლოებებით მუდამ თან ახლავს ადამიანს მისი დაბადებიდან სამარის კარამდე, სიხარულშიც და მწუხარებაშიც.
V. შვიდი საიდუმლოს გარდა, მართლმადიდებელი ეკლესია იმარხავს კიდევ ზოგიერთ წეს-ჩვეულებას, რომლებიც საიდუმლოება არ არის. მას მიეკუთვნება წყლის, ტაძრების, საფლავების, სახლების, ხატების, ჯვრების და სხვადასხვა საგნების კურთხევა, ისევე, როგორც დასაფლავების, ეკლესიად მიყვანების წეს-ჩვეულება და ა.შ. ზოგიერთი ქრისტიანი უარყოფს სხვადასხვა ადგილების, სახლების და საგნების კურთხევას, რადგან ამას ცრუმორწმუეობად თვლის. ასეთი თვალთახედვა არასწორია. ადგილების, შენობების და საგნების კურთხევა ორი მოქმედებისგან შედგება: პირველი, ყველა ის ადგილი, შენობა თუ საგნები არ გამოიყენება ყოველდღიური მოხმარებისთვის და იკურთხება მხოლოდ რელიგიური მიზნით, მეორეც, აღევლინება ღმრთისადმი ლოცვა, რათა მან ეს ადგილები, შენობები და საგნები მიიღოს, განწმიდოს და ღისრ ჰყოს საღმრთო საქმიანობისთვის. ამაში არავითარი ცრუმორწმუნეობა არ არის. ნაკურთხი წყლით არ შეიძლება არც რეცხვა, არც დაბანა. ის ემსახურება მხოლოდ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, როგორც სულიერი სიწმიდის სიმბოლო. მსგავსად ამისა დგას საკითხი, სხვა საგნებთან დაკავშირებითაც, რომლებიც მათ ღირსეულად გამოყენებისთვის იკურთხება, მაგალითად, როგორიცაა საცხოვრებელი სახლები. სასაფლაოები და ტაძრები იმიტომ იკურთხება, რომ ისინი არ იქნას გამოყენებული საერო დანიშნულებისთვის. თეატრები იხსნება, მაგრამ არ იკურთხება, იმიტომ რომ იქ ადამიანები ლოცვებისა და ღმრთის მსახურებისთვის არ იკრიბებიან. თუ ვინმე ამბობს ტაძრის გახსნას და არა ტაძრის კურთხევას, ეს მის არასწორ ქრისტიანულ აზროვნებაზე მიუთითებს.