79. მიწიერი ხატის (ადამის) მთავარი ნაკლია: უგნურება, სულმოკლეობა, თავშეუკავებლობა, უსამართლობა. ზეციური ხატის მთავარი სათნოებაა; კეთილგონიერება, სიმტკიცე, უბიწოება, სამართლიანობა. "ვითარცა იგი შევიმოსეთ ზატი იგი მიწიერისა, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეციერისა" (1კორ.15,49).
11. ღვთისათვის სათნოა სიყვარული, უბიწოება, ცოდნა და ლოცვა. სხეულისათვის კი სათნოა ნაყროვანება, თავშეუკავებლობა და ყოველივე ამის მსგავსი. ამიტომ "რომელნი იგი ხორცთა შინა არიან ღმრთისა სათნო ყოფად ვერ ძალ-უძს" (რომ 8.8). ხოლო "მათ, რომელნიც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებითა და ვნებებით" (გალ. 5,24).
5. გონების ვნებათაგან სავსებით გასათავისუფლებლად ისე, რომ მას გონებაგაუფანტავი ლოცვა შეეძლოს, არაა საკმარისი მხოლოდ ღვაწლი, თუ მას სხვადასხვა სახის სულიერი შემეცნება არ ახლავს. პირველი გონებას თავშეუკავებლობისა და სიძულვილისაგან ათავისუფლებს, ხოლო მეორე გულმავიწყობისა და უცოდინარობისაგან იცავს და ამგვარად მას საშუალება ეძლევა ილოცოს ისე, როგორც ჯეროვანია.