ეს ნიშნავს ვნებით არ უყუროთ სხვის სილამაზეს, მორთულობას, მდიდარ შემოსავალს, მდიდრულად მოწყობილ სახლებს, სხვის განძსა და სიმდიდრეს; ეს ნიშნავს გაურბოდეთ მხიარულ, ქარაფშუტა ადამიანთა შეკრებებს, სადაც ცოდვა არაფრად უღირთ.
ოდესღაც ღირს პატაპისთან(ხსენება 8 დეკემბერს) ბრმადშობილი ყმაწვილი მივიდა და წმიდა ბერს ევედრა, ღვთისგან მისთვის თვალისჩინი გამოეთხოვა. -მაგრამ ყველაზე მეტად რისთვის გინდა მხედველობა? - ჰკითხა ახალგაზრდას პატაპიმ და ჯვარცმას მიუახლოვდა. -რათა ვიხილო ქმნილება, - მიუგო მან, - ამით კი შემოქმედის სრულყოფილ აღქმას მივუახლოვდე და ვადიდო იგი. ახალგაზრდა გონიერებით გრძნობამორეულმა ბერმა უფალს შეჰღაღადა: -იესო ქრისტე, ბრმათათვის სინათლისა და მკვდართათვის სიცოცხლის მიმნიჭებელო! აუხილე თვალები შენი ღვთაებრიობის შეცნობის მწყურვალს! იმავე წამს ბრმადშობილ ახალგაზრდას თვალები აეხილა. მაშინ წმიდა პატაპიმ უთხრა: -სახლში მშვიდობით დაბრუნდი; მაგრამ გეშინოდეს, რომ ხორციელად თვალხილულს სულიერი თვალი არ დაგიბრმავდეს. ამ სოფლის საცდურნი ვერანაირ საცდურზე ისე ვერ მოქმედებს, როგორც მხედველობაზე. ვაი შენ, თუკი შენში შინაგანი ადამიანი დაბრმავდება. მაშინ ამ ხილული თვალებით ვერ იხილავ უფალს იქ, სადაც ბრმანი ჭვრეტენ მას უკვე არა რწმენით, არამედ პირისპირ