თემა: კეთილდღეობა წარსული უბედურებების გახსენება ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, ვხედავდეთ დღევანდელ კეთილდღეობას. link
თემა: კეთილდღეობა მოვიდა კეთილდღეობა - მადლობდე უფალს, და კეთილდღეობა მყარი იქნება. მოვიდა უბედურება - მადლობდე უფალს და იგი დასრულდება link
თემა: კეთილდღეობა შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და პირიქით, უბედურებამ შეიძლება კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს. link
თემა: კეთილდღეობა ჭეშმარიტად სასარგებლო ის არის, რაც შესაძლოა, მარადიულ ცხოვრებას ემსახურებოდეს და არა - კეთილდღეობასა და მიწიერ სიხარულს. link
თემა: კეთილდღეობა ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც შურიანი მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი? link
თემა: კეთილდღეობა უფალი არ უშვებს ან მუდმივად უბედურებებს, რათა სასოწარკვეთილება არ დაგვეუფლოს, და არც - მუდმივ კეთილდღეობას, რათა არ დავეცეთ (ზნეობრივად) link
თემა: კეთილდღეობა კაცის გული ვერანაირი დროებითი კეთილდღეობით ვერ დაკმაყოფილდება. რაც უფრო მეტია სიმდიდრე, დიდება, პატივი, მით უფრო იზრდება სურვილი მათ მიმართ. link
თემა: კეთილდღეობა მართალია, ჩვენი აზრით მრავალნი კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც არ არსებობს ისეთი კეთილდღეობა, რომელსაც ავი დღეების სიმწარე არ ახლდეს. link