image

თემა: ლმობიერება

ლმობიერება მაშინ მოდის, როცა ფიქრობ, თუ რაოდენ დაამწუხრე ღმერთი, ის, ვინც ასეთი კეთილია, ასეთი ტკბილი, ასეთი მოწყალე, სახიერი, სიყვარულით აღსავსე, ვინც ჯვარს ეცვა და ივნო ჩვენთვის. ყოველივე ამაზე, განსაკუთრებით კი უფლის ვნებებზე ფ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლმობიერება

განმარტოებისა და მდუმარებისაგან იშვება ლმობიერება და სიმშვიდე, ამ უკანასკნელის მოქმედება კაცის გულზე კი შეიძლება შევადაროთ მხოლოდ სილოამის წყალს, რომელიც წყნარად და უხმაუროდ მოედინება, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "წყა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლმობიერება

ლმობიერნი უნდა ვიყოთ ჩვენი სულის მიმართ და მოვითმიოთ საკუთარი ნაკლოვანებები - ისევე, როგორც სხვებისას ვითმენთ; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გავზარმაცდეთ და თავის გამოსწორებაზე აღარ ვიზრუნო
link
image

თემა: ლმობიერება

425. როგორ მოვიპოვო ლოცვის, კითხვის და ფსალმუნთგალობისას გულის ლმობიერება?ლმობიერება მუდმივი ხსოვნიდან მოდის. ამიტომ, მლოცველმა თავის საქმეები უნდა გაიხსენოს და ახსოვდეს, თუ როგორ დაისჯებიან მსგავს საქმეთა მკეთებლები და ის საშიში ხმაც უნდა ჩაესმოდეს: „წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა” და ა.შ. (მათე 25, 41). ხსოვნაში ცალ-ცალკე, თითოეული ცოდვის გახსენებას არ ვგულისხმობ, რათა მტერმა ზოგჯერ მათი გახსენებითც არ დაგვატყვევოს, არამედ საკმარისია გვახსოვდეს, რომ ცოდვილები და დამნაშავეები ვართ. და თუ ამის შემდეგაც გაგრძელდება უგრძნობლობა, ნუ ვიეჭვიანებთ, რამეთუ ხშირად ასეთი დაყოვნება ღვთისგანაა ადამიანის გამოსაცდელად, თუ როგორ დაითმენს ის ამ სიცივეს. ხოლო კითხვისა და ფსალმუნთგალობის დროს გულის ლმობიერება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღაგზნებს ადამიანი თaვის გონებას წარმოთქმული სიტყვების მოსასმენად, რათა მათში ჩადებული ძალა მიიღოს სულში: კეთილისაგან - სიკეთისადმი მოშურნეობის ძალა, ხოლო სადაც ბოროტების ზღვევაზეა ლაპარაკი - ბოროტების მქმნელთათვის განკუთვნილი სასჯელისაგან თავის დაღწევის ძალა. იქნები რა ასეთ ფიქრებში, თუ კვლავ შეგინარჩუნდება ნახსენები უგრძნობლობა, არ მოუძლურდე, რამეთუ მოწყალე, გულუხვი და სულგრძელია ღმერთი, რომელიც ჩვენს გულმოდგინებას არ უგულებელყოფს. ყოველთვის გახსოვდეს მეფსალმუნე, რომელიც ამბობს: „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე” და ა.შ. (ფს. 39, 1), ივარჯიშებ რა ამაში, სასოება გქონდეს, რომ მალე მოგიხილავს ღვთის წყალობა.
link
image

თემა: ლმობიერება

458. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი, ჩემო მამაო, ჭეშმარიტია თუ არა გულის ის ლმობიერება, რომელიც, როგორც მეჩვენება, მე მაქვს? უნდა ვიყო თუ არა აქ განმარტოებით? და ილოცე ჩემთვის, რამეთუ ხორციელი ბრძოლა მაწუხებს.ძმაო! ახლანდელი შენი გლოვა და გულის ლმობიერება ჭეშმარიტი არაა, ისინი ამიტომაც მოდიან და მიდიან. ლმობიერებასთან შეერთებული ჭეშმარიტი გლოვა კი ადამიანის მონაა, რომელიც მუდამ მას ემორჩილება, და ვისაც ის გააჩნია, ბრძოლაში არ მარცხდება. ასეთი გლოვა ძველ ცოდვებს აუთოვებს და სიბილწეებს წმიდავს. და ვინც ის შეიძინა, ღვთის სახელით მუდმივად დაცულია. ის სიცილს და გაბნეულობას დევნის და განუწყვეტელ გლოვას ინარჩუნებს; ვინაიდან ფარია, რომელიც ეშმაკის ყველა გახურებულ ისარს იგერიებს (ეფეს. 6, 16). ვისაც ბრძოლაში ის აქვს, არ იჭრება, თუნდაც ადამიანთა გარემოცვაში ან, სულაც, მეძავებთან რომ იყოს. რამეთუ, ეს გლოვა მუდმივად ჩვენთან იმყოფება (რომელნიც ამ სოფელს გავუდექით და ვიბრძვით) და ჩვენთვის იბრძვის. აი, მე შენ უძლურების და ღირსების ნიშნები გიჩვენე. არ იფიქრო, თითქოს ღმერთს არ შეეძლო შენთვის ამ ბრძოლის შემსუბუქება. მას ამის გაკეთება პირადად შენთვის, მლოცველი წმინდანების გულისთვის შეეძლო, მაგრამ, რადგან უყვარხარ, მრავალი ბრძოლის და ვარჯიშის მეშვეობით სურს გასწავლოს, რათა წარმატების საზომს მიაღწიო. მაგრამ, თუ ყველაფერს არ დაიცავ, რაც წერილების მეშვეობით მე - შენმა პატივმოყვარე მასწავლებელმა გამცნე, ვერ მიაღწევ მას. ხოლო განმარტოება - ეს გაძლიერებულთა საქმეა, და როდესაც შენ მას მიაღწევ, მე თავად წარგგზავნი. ახლა კი გეუბნები: იღვაწე, ჩემო შვილო, როგორც მე გითხარი, და მრწამს, ქრისტეს მიერ წარემატები. ნუ გეშინია, უფალი იყოს შენთან, ამინ.
link