ერთხელ ერთი მღვდელი ვნახე, რომელიც გვნათლავდა სამშობლოში. წმინდა კაცი იყო. ქალწულებას იმარხავდა. მრავალ მოწყალებას გასცემდა. და ძილში მეუბნება: "სანამ ცოცხალი ვიყავი, მეგონა, რომ მხოლოდ ლიტურღიას ამოჰყავს სულები ჯოჯოხეთიდან, მაგრამ ახლა, რაც მოვკვდი, ცხადლივ დავინახე, რომ ლოცვებიც, რომლებსაც თქვენ აღავლენთ, იხსნიან დატანჯულ სულებს". ამრიგად, არ შეწყვიტოთ ლოცვა სულთათვის. რადგან მოწყალე ღმერთი მიზეზსა და საბაბს ეძებს, რომ სული აცხონოს
ჩვენი ლოცვები მათთვის ძალზედ საჭირო და აუცილებელია, თუკი ცოცხლებისთვის სასიკეთოა ლოცვა, წარმოიდგინეთ რამდენად საჭირო და იქნება ლოცვა სატანჯველში მყოფთათვის. ლოცვა მიცვალებულისთვის სასიკეთოა თვით მლოცველისთვისაც, როგორც ამას ბრძანებს დავით მეფსალმუნე: "ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცევის". რომელიც ცდილობს მოყვასის სიკეთისთვის, არგებს ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ სხვას. ხშირად გავცეთ მოწყალება მათ სახელზე, მოვიხსენიოთ მათი სახელები, უფალი ისმენს ვედრებას და ულხენს მიცვალებულს
976. სასრუველია თუ არა დილისა და საღამოს ლოცვებში მუდამ ვიხსენიებდე ჩემს გარდაცვლილ წინაპრებს?
ევედრე უფალს მიცვალებულთა სულის მოხსენიებისათვის. დილა–საღამოს ილოცე წინაპრების სულისათვის. დაე, ცოცხლობდეს შენში გარდაცვლილთა ხსოვნა; დაე, არ ჩაქრეს შენში სიკვდილის შემდგომი იმედი მომავალი საიქიო ცხოვრების შესახებ.