თემა: მაღალი და დაბალი წოდება ღვთისგან განდიდებულმა ადამიანებმა თავმდაბლობა მისგანვე უნდა ისწავლონ. link
თემა: მაღალი და დაბალი წოდება თუ ადამიანებს შორის ხარ განდიდებული, გახსოვდეს, რომ შენს ზემოთ ღმერთია (კოლ. 4, 1). link
თემა: მაღალი და დაბალი წოდება მიწაზე მართლმსაჯულების აღმასრულებელს თვითონ უნდა ეშინოდეს - ზეცაში ღვთის მართლმსაჯულებისა. link
თემა: მაღალი და დაბალი წოდება ნუ ეცდები, ქრისტეს გარდა ვინმეს მოაწონო თავი, და ღვთის გარდა ნურავის მრისხანებისა ნუ შეგეშინდება. link
თემა: მაღალი და დაბალი წოდება უფრო მეტად ღვთისა და მარადიული ტანჯვისა გეშინოდეს, ვიდრე - ადამიანებისა და ხანმოკლე განრისხებისა. link
თემა: მაღალი და დაბალი წოდება საქმე, რომლის აღსრულებაც ღმერთმა დაგვაკისრა, არასოდეს არ უნდა გადადო იმისათვის, რომ ადამიანს აამო. link
თემა: მაღალი და დაბალი წოდება ხარისხი ანდა პატივი ქრისტიანისთვის უღელია, რომელიც ღვთის სახელის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ უნდა დაიდგას. link
თემა: მაღალი და დაბალი წოდება ნუ გაგიკვირდება, თუ დაინახავ, რომ ადამიანმა მიწაზე დიდ წარმატებებს მიაღწია; არამედ გაგიკვირდეს იმისი, ვინც მიწიერი დიდება მოიძულა. link
თემა: მაღალი და დაბალი წოდება ჩვენ ნაკლებად უნდა ვიფიქროთ იმ შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ადამიანებმა მოგვაყენეს, თუკი მათდამი მორჩილება ღმერთს შეურაცხყოფდა. link