თემა: მეფე ხელმწიფის ძალა ღვთისადმი ერთგულებაშია, სახელმწიფოს ძალა კი - თავისი მეფისადმი ერთგულებაში. link
თემა: მეფე სახელმწიფოს პატივი და დიდება ხელმწიფის პატივი და დიდებაა. ქვეშევრდომებზე ზრუნვით იგი საკუთარ თავზე ზრუნავს. link
თემა: მეფე მეფისა და ხალხის ერთიანობა ჭეშმარიტ რწმენაში არის ცხოველსმყოფელი წყარო მათი სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და ძალისა. link
თემა: მეფე ვისაც იმდენი მამაცობა არ აქვს, რომ გულზე აღბეჭდილი წმიდა კანონის დარღვევას სიკვდილი ამჯობინოს, ის სიცოცხლის ღირსი არც არის. link
თემა: მეფე ის მეომარია ჭეშმარიტად დაუმარცხებელი, რომლისთვისაც რწმენის, მეფისა და მამულისთვის გვირგვინი ისევე სასურველია, როგორც - გამარჯვებისა. link
თემა: მეფე მეფეთა უკეთესი მსახური და მამულის ყველაზე საიმედო დამცველი ისაა, ვინც ღვთის ერთგული გულითა და სუფთა სინდისით ზეციური სამშობლოს ნამდვილ რწმენას ატარებს. link
თემა: მეფე თუ მეფისა და სამეფოს მსახურებაში აშკარად დგას პირადი პატივი და გამორჩენა, რისი მომტანია ასეთი სწრაფვა - თავის შეწირვისა მამულისათვის თუ მამულის შეწირვისა საკუთარი თავისთვის? link