ნათლისღება - ციტატები, გამონათქვამები
ქრისტიანი წმინდა ნათლისღების საიდუმლოთი მადლის მიერ ღვთისშვილი, ღვთის მემკვიდრე და ქრისტეს თანამემკვიდრე ხდება
ღვთის გაცხადების საიდუმლოს დიდებულების წინაშე ყოველი ქრისტიანის გული სიხარულით თრთის და ზეიმობს! ოჰ, როგორი ღმერთი და მამა გვყავს! სიყვარულით აღსავსე ღვთის გული უგულებელყოფილი და დავიწყებულია, ღვთისა, რომელმაც ასე შეიყვარა ადამიან... იხილეთ სრულად
ღვთაებრივი სიყვარული, სულიწმიდის მადლით, როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, ჩვენს გულებში ისე იღვრება. მირონცხების საიდუმლოს აღსრულების ჟამს, სულიწმიდა ჩვენს გულებს სიყვარულით აღავსებს. ჩვენ თანდათან უგულვებელვყოფთ ამ სიყვარულს... იხილეთ სრულად
ნათლობით თუმც განვეშორეთ სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა, მაგრამ თვითონ იგი არ გვტოვებს ჩვენ; მუდამ ცდილობს, კვლავ დაგვიპყროს, კვლავ მოგვიპოვოს. ამიტომაც ჩვენი გული კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივი ბრძოლის ასპარეზია.
წმიდა ნათლობის ძალით სულიერი დაბადება ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებას, საკუთარი თავის დავიწყებას და მსახურებას ქრისტესთვის და მოყვასისთვის. ამაში პოვებს ნამდვილი მორწმუნე სიხარულსა და ბედნიერებას, თავისი არსებობის აზრსა და მიზანს... იხილეთ სრულად