თემა: მამაო ჩვენო

993. რას ნიშნავს „წმიდა იყავნ სახელი შენი“?„წმიდა იყავნ სახელი შენი“ – ე.ი. გვქმენ ჩვენ წმიდად, რათა ჩვენს მიერ იდიდოს სახელი შენი, რადგან როგორც ჩვენი ავი საქმეებით იგმობა ღმერთის სახელი, ასევე კეთილი საქმეებით იდიდება... „წმიდა იყავნ“ – ე.ი. ისე მოაწყვე ჩვენი ცხოვრება, რომ იგი შენს სადიდებლად იქცეს.
link
 

თემა: ჯვარი

727. როგორ იყვნენ განწყობილნი ელინები ჯვარცმის საიდუმლოსადმი?ჰურიათათვის საცდურს, ჯვარცმის საიდუმლოს, ელინები დასცინოდნენ, როგორც სისულელეს, რადგანაც ქადაგება ჯვარზე რწმენით არის შემკული და არა რიტორიკით, რომელზეც ისინი იყვნენ მიჯაჭვულნი.
link
 

თემა: სიბრძნე

671. ხელს უწყობს თუ არა ამქვეყნიური სიბრძნე ადამიანს საღმრთო სიბრძნის შეძენაში?საღმრთო სიბრძნის შესაძენად ამქვეყნიური სიბრძნის უარყოფაა აუცილებელი. „სიბრძნე ამა სოფლისა“ არა თუ ხელს უწყობს საღმრთო სიბრძნის შეძენას, არამედ აბრკოლებს მას. რამეთუ ამა სოფლის სიბრძნეს ქედმაღლობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ახასიათებს, ამით კი საღმრთო სწავლების უარყოფამდე მივყავართ.
link
 

თემა: განსაცდელები,  მამაო ჩვენო

998. როგორ უნდა გავიგოთ: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“?არ შევიდეთ განსაცდელში ნიშნავს, არ ვისწრაფოდეთ განსაცდელისკენ. ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა აგვაშოროს განსაცდელი, ხოლო თუ მაინც მოგვიხდა გამოცდა, სიმამაცით უნდა ავიტანოთ იგი. უნდა ითქვას, რომ განსაცდელი ორგვარია: ერთი ნებსითი, მაგალითად: ლოთობა, კაცის კვლა, მრუშობა და სხვა ვნებანი. ამ განსაცდელში ნებით ვვარდებით. სხვა განსაცდელი კი უნებლიეა და მასში ძლიერნი ამა სოფლისანი გვაგდებენ. ვნებათაგან უნდა ვივლტოდეთ, ვილოცვიდეთ მათგან გათავისუფლებისათვის და ვთქვათ: „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“. ჩვენ სუსტები ვართ და განსაცდელისაკენ თავისთავად არ უნდა ვისწრაფოდეთ, მაგრამ თუ მაინც მოგვიხდა განსაცდელი, უნდა ვილოცოთ, რათა არ შთავინთქათ მასში და ღმერთმაც შეწევნა და მოთმინება მოგვმადლოს. რადგანაც მხოლოდ იგი ინთქმება ცოდვის ჯურღმულში, ვინც დამარცხდა. ხოლო ვინც ჩავარდა განსაცდელში და გაიმარჯვა, იგი გვირგვინის ღირსია.
link