ვიდრე დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს, სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული, სასოება და იმედის გაცრუება, ომი და მშვიდობა ყოველთვის გვერდიგვერდ იქნება, რადგან პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ძალა ნათლისა (შელინგი).
ჩვენი დროისთვის დამახასიათებელია როგორც ომის საშიშროება, ისე ომის საწინააღმდეგო ერთობლივი მოქმედება, რომელშიც რელიგიური წრეებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ. და ეს გასაგებია, რადგან მშვიდობისაკენ სწრაფვა და მისთვის ბრძოლა ყოველი ქრისტიანის წმიდა მოვალეობაა.
სახელმწიფოებს ჰყავთ შინაურ არაკეთილისმსურველებზე უფრო სახიფათო მტრები - გარყვნილება და ბიწიერება, რომლებიც ყრუ და ნელ, მაგრამ გაცხოველებულ და გამუდმებულ ომს აწარმოებენ კეთილზნეობის წინააღმდეგ; და ეს ომი უფრო საშიში და დამღუპველია, რადგან თითოეული მოქალაქის გაერთიანებული ძალისხმევის გარეშე მას ვერც თავიდან ავიცილებთ და მისი შეწყვეტაც შეუძლებელია.
ომი - უდიდესი უბედურებაა; მასში თითქოსდა ხორცშესხმულია ცოდვის ის სატანური ენერგია, რომელსაც კაცობრიობა აგროვებს. ომში მრავალ სისასტიკეს ჩადიან, ბრძოლის ველზე მტერს კლავენ, მაგრამ თვითონაც იღუპებიან, აქ კი მკვლელი დაუცველ ჩვილს კლავს და საპასუხო ქმედებისგან დაზღვეულია. ბრძოლის ველზე მეომარი მტერს ებრძვის, ხოლო საკუთარ შვილთა მკვლელი მშობლები ყაჩაღებსა და ავაზაკებზე გაცილებით უარესად იქცევიან. ყოველ შემთხვევაში ყაჩაღიცა და ავაზაკიც რისკავს თუნდაც კანონის წინაშე, აქ კი კანონი დუმს. აქ მკვლელი წინდაწინ გამართლებულია ჩვენი ქვეყნის კანონების მიერ. იმ ქვეყნის კანონების მიერ, რომელიც თუმცა სიცოცხლეზე უფლების დეკლარირებას ახდენს, მაგრამ სრულებითაც არ იცავს ამ უფლებას. მკვლელი გამართლებულია საკუთარი წამხდარი სინდისითა თანამედროვე ლიბერალური საზოგადოების აზრით და ფაქტიურად, ჩვენი საზოგადოება სოლიდარობას უცხადებს მკვლელებს, რადგან ამ დანაშაულის მიმართ არანაირ პროტესტს არ გამოხატავს.
383. ითვლება თუ არა ცოდვად ომის დროს ჩადენილი მკვლელობა?
ბრძოლის დროს ჩადენილი მკვლელობები ჩვენს მამებს არ მიაჩნდათ მკვლელობად, რადგანაც, როგორც მე მგონია, მათ შეუნდობენ, როგორც მოღვაწეებს სიწმინდისა და კეთილი მსახურებისათვის. მაგრამ იქნებ უკეთესია, ვურჩიოთ მათ, როგორც ხელით არაწმინდებმა, სამი წლით თავი შეიკავონ საიდმლოთა ზიარებისაგან.