1
2
3
image
image
Loading..
image

თემა: საზრდელის მიღება

წმიდა მამები გვასწავლიან, ტრაპეზთან უნდა ვისხდეთ მოწიწებით, გვახსოვდეს - საკვები ღვთის წყალობაა. ჭამის დროს არ შეიძლება უქმი მეტყველება, ხუმრობა, სიცილი, განსაკუთრებით კი - განკითხვა. ნეტარ ავგუსტინეს, იპონიელ ეპისკოპოსს, სატრაპეზ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საზრდელის მიღება

ჭამა და სმა ხორციელი საქმე არის, მაგრამ ისმინე, რასა იტყვის მოციქული პავლე: „გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ“ (Iკორ. 10.31). მართლა, თუ შენ სჭამ და სვამ ზომიერად და არ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საზრდელის მიღება

პატერიკში მოთხრობილია: ბერები ტრაპეზთან რომ ისხდნენ, ერთ მათგანს აეხილა სულიერი თვალები და იხილა: იმ მონაზვნებთან, რომლებიც ჭამის დროს სიმდაბლის გრძნობით იყვნენ აღვსილნი და ყოველი ლუკმისთვის, ყოველი ყლუპიწყლისთვის მადლობდნენ ღმერთ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საზრდელის მიღება

როდესაც ვჭამ, სასუფეველს როგორ უნდა ვეძიებდე?როდესაც ჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერნი, გაჭირვებულნი, უძლურნი, ამაშია სასუფევლის პოვნა. ხოლო მონაზონს ჭამის დროსაც ლოცვა მოეთხოვება.
link
image

თემა: საზრდელის მიღება

791. მისაღებია თუ არა თავშეკავება ღორის ხორცის ჭამისაგან?სასაცილოდ მიმაჩნია მე, რომ ვინმეს ებრძანოს ღორის ხორცის ჭამისაგან თავის შეკავება. ნება მოიღეთ და ასწავლეთ მათ, თავი შეიკავონ უვიცობით გამოწვეული დაპირებებისა და აღთქმებისაგან... რადგან „ყოველი დაბადებული ღმრთისა კეთილ არს, და არარა არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული.“ (1 ტიმ. 4, 4). ამის გამო ეს პირობა სასაცილოა და თავშეკავება არ არის საჭირო.
link
image

თემა: საზრდელის მიღება

385. როგორ ვნებს ადამიანის სულს თავშეუკავებლობა საზრდელის მიღებაში?ჭამაში თავშეუკავებლობა სხეულს ამძიმებს, გულს ამძვინვარებს და გონებას აბნელებს კუჭიდან ტვინში აღმავალი აურაცხელი ანაორთქლითა და გაზით. როგორც კი გამძღარი კაცი ლოცვაზე დგება, მას მაშინვე ძილი და სიზარმაცე ესხმის თავს, მის წარმოდგენაში იხატება მრავალი უხეში ოცნება, მის გულს არ ძალუძს შეიქმნას ლმობიერი.
link
image

თემა: საზრდელის მიღება

520. როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც ჩვეულებრივი საკვებისადმი ზიზღს გრძნობს?ასეთი ზიზღის დროს, ადამიანს შეუძლია თავისი აზრი ცოტათი აიძულოს; თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ საკუთარ თავს მცირედ დაუთმოს, რადგანაც ეს ავადმყოფობაა, ძმაო! შეეცადე არ დაივიწყო ეს და გრწამდეს, რომ შენ წმინდანთა ლოცვებით ღმერთი დაგეხმარება და გიხსნის.
link
image

თემა: საზრდელის მიღება

780. ყველა საკვებს თავის ბუნებრივი სიტკბო აქვს: საზიანო ხომ არაა ის მჭამელისთვის?უფალმა ღმერთმა ყველა სახის საკვებს თავის სიტკბო მიანიჭა და ვინც მას მადლიერებით ჭამს, ის არ ზიანდება. ვნებიან მიდრეკილებას კი ყოველთვის უნდა ვუფრთხილდეთ, რამეთუ ის სულს აზიანებს.
link
1
2
3
image
image