მცირე საქმე მცირესა თავის უარის ყოფასა მოითხოვს, დიდი საქმე დიდსა. და ვინაიდგან შემდგომად ქრისტეს სვლა ანუ ქრისტეს სჯულის აღსრულება არის ყოველთა საქმეთა უსაჭიროესი, უდიდესი და უძნელესი. მაშასადამე, არსად არ დასჭირდება კაცს ისრე თავის უარისყოფა, ვითარცა ამ საქმეში.
გამოცდილება გვასწავლის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ფესვი ყოველთა სულიერთა ადამიანის ცოდვათა და ნაკლულევანებათა არის მისი უგუნური თავის მოყვარება, ანუ თავის მოწონება; ხოლო წყარო ყოველთა მაღალთა სათნოებათა და დიდთა საქმეთა არის თავის უარყოფა, ანუ თავის გამომეტება.