ქალაქ კესარიის მთავარმა და მეფის ნათესავმა, ევსევიმ, გადაწყვიტა, ერთი ახალგაზრდა, მდიდარი და ლამაზი ქვრივი, სახელად ვესტიანე, მიეთხოვებინა თავისი საყვარელი მეომრისთვის, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდა მისი ხელის მოპოვებას.
როგორც კი ვესტიანემ შეიტყო, რომ მას ძალადობას უპირებდნენ, მაშინვე წავიდა ტაძარში და წმიდა ბასილი დიდს უამბო, რაოდენ სავალალო იყო მისი მდგომარეობა. უმწეეოთა დაცვა ღვთის მოსაგრის საყვარელი საქმიანობა იყო. მან ქვრივს მფარველობა აღუთქვა.
განრისხებულმა ქალაქის თავმა მეომრებს უბრძანა, გარს შემორტყმოდნენ ეკლესიას. ისინი ყველგან ეძებდნენ ვესტიანეს, სიწმიდეებს უპატივცემლოდ ეპყრობოდნენ. მივიდნენ წმიდა ბასილის სახლში, ბევრი ეძებეს ქალი, მაგრამ ამაოდ: წმიდა ბასილის ეშინოდა, რომ ვესტიანეს თავხედურად წაიყვანდნენ ტაძრიდან; ამიტომ ბრძანა, ჩუმად გაეცილებინათ იგი დედათა მონასტერში ღირსი მამის დასთან, ღირს მაკრინესთან.
განრისხებულმა ევსევიმ თავისთან მოიხმო წმიდა ბასილი დიდი, მკაცრად დაუწყო მას ყვედრება, ემუქრებოდა, რომ წამებით ათქმევინებდა, სად დამალა მისი ძალადობის მოსალოდნელი მსხვერპლი.
-ყველანაირიო სასჯელისათვის მზად ვარ, - თუ გინდა შუაზე გამგლიჯეთ, წვეთ-წვეთობით გამომადინეთ სისხლი, საიდუმლოს კი არ გავამხელ; ჩემი სხეული თქვენს ხელშია, სული კი უფალს ეკუთვნის.
შესაძლოა, მართლაც ასეთი სიკვდილით დასრულებულიყო მართალი მამის ცხოვრება ქალაქის თავის მრისხანების გამო; მაგრამ ქალაქის მცხოვრებლებმა შეიტყვეს, რომ დიდი წმიდანი საფრთხეში იყო.
ისინი მაშინვე ქალაქის თავის სახლისკენ გაეშურნენ. მათ თან ახლდათ თავიანთი ცოლები და შვილებიც კი. შეიარაღებულნი, ვისაც რითი შეეძლო, ქალაქის თავის სახლისკენ გაეშურნენ და თავიანთი წმიდა მამისა და მწყემსის გამო უსამართლო მმართველის სისხლის დაღვრას აპირებდნენ. ბოროტმოქმედი შეძრწუნდა; მისი მრისხანება სასოწარკვეთილებაში გადაიზარდა. ბასილი დიდი კი ხალხთან გამოვიდა და მორჩილების მოვალეობა შეახსენა. გაახსენა მათ, რაოდენ საშინელია აჯანყების შედეგები და ხალხის ლოცვა-კურთხევით დაბრუნდა სახლში.
სად არის ასეთი დიდსულოვნება ძალადობის წინააღმდეგ? სად არის ასეთი საიმედო მფარველობა უდანაშაულო ადამიანისა, უფრო მეტიც, სად არის ასეთი მოკრძალება მის წინაშე, ვინც გდევნის
link