მეცნიერებას რომ ერთი მაგალითი მაინც ეპოვნა უჯრედის თავისთავად წარმოშობისა, მაშინ ათეისტები იზეიმებდნენ გამარჯვებას: მაგრამ ასეთი რამ დაუშვებელია. მატერიალისტური თეორიიდან გამომდინარე სიცოცხლის წარმოშობის პრობლემა დღესაც ამოუცნობი რჩება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სიცოცხლე ღვთის უდიდესი საიდუმლოა.
როგორაც სუნთქვაა აუცილებელი გვამისათვის, რაკიღა სუნთქვის გარეშე კაცი ვერ იცოცხლებს, ჩვენმა სულმაც, თუ არ ისუნთქა სული ღვთისა, ნამდვილ სიციცხლით ვერც ის იცოცხლებს. რაც რომ ჰაერია სხეულისათვის, ისაა ღვთის სული ჩვენი სულისათვის. ჰაერი, ერთგვარად, სახეა ღვთისა სულისა - "სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრის, და ხმაი მისი მესმის" - (იოან.3,8).
"მე ვარ აღდგომა" და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენენ ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე" (იოანე 11,25-26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკიცება იმისა რომ ჭეშმარიტება სძლევს სიცრუეს, სიკეთე - ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს, სიცოცხლე - სიკვდილს.