თემა: უპოვარება შეურყეველი სარწმუნოება ამაო საზრუნავს მოიკვეთს, ხოლო სიკვდილის გახსენება ხორცსაც უარჰყოფს link
თემა: უპოვარება ჰოი, მონაზონნო, ნუ იქნებით ფრინველებზე ურწმუნონი, რადგან ისინი არ ზრუნავენ და არ შეიკრებენ ქონებას link
თემა: უპოვარება ზღვის ტალღები არასოდეს შეწყვეტენ ღელვას, ხოლო ვერცხლისმოყვარის გულს მწუხარება არასდროს დატოვებს link
თემა: უპოვარება უპოვარი კაცი წმინდა გონებით ლოცულობს, ხოლო სახმართმოყვარეს თვალწინ ნივთიერი საზრუნავნი წარმოუდგებიან link
თემა: უპოვარება ვინც ზეციური სიკეთე იგემა, ადვილად უარჰყოფს მიწიერს, ვისაც პირველი არ უგემია, მეორე ადვილად მოჰგვრის სიხარულს link
თემა: უპოვარება ვინც უგულისხმობით უპოვარია, ორმაგ სიკეთეს აკლდება ამქვეყნიურ სიკეთესაც განეშორება და ვერც იმქვეყნიურს მოიპოვებს link
თემა: უპოვარება უპოვარება მიწიერ საზრუნავთაგან განრიდება, უზრუნველობა, მგზავრობა დაუბრკოლებელი, მაცხოვრის მცნებებისადმი რწმენაა. მისთვის უცხოა მწუხარება link
თემა: უპოვარება ვინც სახმართმოყვარება დასძლია, თავისმართლებისა და პასუხისგებისაგან გათავისუფლდა. სახმართმოყვარე კი მზადაა ნემსისთვისაც კი ბოლომდე იბრძოლოს link
თემა: უპოვარება მინახავს, რომ ქონებამ მონაზონთა შორის ერთ ადგილას მკვიდრობის მოთმინება დაბადა, მაგრამ უმეტესად ნეტარად ის მიმაჩნია, ვინც უპოვარია და უფლისთვის უცხობაშია link