სხეული თუმცა შექმნილია მიწისაგან, ის არა მკვდარი, არამედ ცოცხალი, ცხოველური მშვინვით აღვსილია. სამშვინველში შთაბერილია სული, თავად ღვთის სული, რომლის დანიშნულებაც ის არის, რომ იცოდეს ღმერთი, თაყვანი სცეს, ეძიოს, იგემოს და მთლიანად მასში განისვენოს, სხვა არაფერში მის გარდა.
ღვთის გარეგნული თაყვანისცემა, სულში უფლისადმი მიმართული გრძნობების შინაგან გამოხატულებას ემსახურება, რაც, ამასთანავე ამყარებს ამ გრძნობებს, ამტკიცებს და აძლიერებს მათ. იგი ისევე აუცილებელია, როგორც ხისთვის გარეგნული მორთულობა - ქერქი და ფოთლები - აუცილებელია თავად ხის სიცოცხლისა და მთლიანობისათვის.
ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან, როგორც ყოვლადსრულყოფილ არსებასთან, ჩვენი ყოფიერების, ცხონებისა და ნეტარების (შემოქმედთან) მიზეზთან, უნდა გამოვხატოთ არა მხოლოდ სულიერად, არამედ - სხეულითაც, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის თაყვანისცემა არა მხოლოდ შინაგანი, არამედ გარეგნულიც უნდა იყოს.
რისთვის რგავენ ხეხილს? რა თქმა უნდა იმისთვის, რომ მათგან ნაყოფი მოიწიონ. რისთვისაა ფოთლები? მხოლოდ გარეგნული მშვენებაა, მაგრამ თუ მათ მოვწყვეტთ, ხე გახმება და ნაყოფს ვერ გამოიღებს. სწორედ ასევე თუ გავანადგურებთ ღვთისმსახურებაში გარეგნულ მხარეს, რაც ადამიანის წარმოსახვაზე კეთილად მოქმედებს და სულს ძრავს, მაშინ შინაგანიც სწრაფად გაცივდება.
განა არსებობს ღარიბი კაცის მიმართ თანაგრძნობით აღსავსე თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც თანაგრძნობას რაიმე გარეგნული ნიშნით მაინც არ გამოხატავდეს? განა არსებობს კი თუნდაც ერთი მორჩილი შვილი, რომელიც თავის მორჩილებას მშობლებისადმი გარეგნულად არ გამოხატავდა? რომელი ერი იყო ისეთი, რომელიც მეფეს პატივს სცემდა და ამას გარეგნული ქმედებით არ ამჟღავნებდა?
გარეგნული კეთილზნეობა შინაგანის გარეშე - იგივეა, რაც ქარქაში ხმლის გარეშე. სასაცილოა ის მეომარი, რომელსაც მხოლოდ ქარქაშით სურს მტერს შეებრძოლოს; სასაცილო არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ხორცისა და წუთისოფლის წინააღმდეგ ბრძოლაში სურთ, მხოლოდ ღვთის გარეგნული თაყვანისცემით გაიმარჯვონ. მეტად ცდებიან, თუკი ფიქრობენ, ამგვარი კეთილზნეობით უფალს აამებენ.
როგორც ღვთის შინაგან თაყვანისცემას არ შეუძლია გარეგნულის გარეშე არსებობა, მსგავსად ხისა, მსგავსად ხისა, რომელიც ფოთლებსა და ქერქს მოკლებულია, ასევე ღვთის მხოლოდ გარეგნული თაყვანისცემა შინაგანის გარეშე ჭეშმარიტი და ქმედითი არ არის; იგი ჰგავს სხეულს სულის გარეშე ან ადამიანის ცვილისგან გაკეთებულ ფიგურას, რომელსაც თუმცა ადამიანის სახე აქვს, მაგრამ სინამდვილეში ადამიანი არ არის.
რას ნიშნავს ღმრთის ტავყანისცემა ჭეშმარიტებით? - ჭეშმარიტება თვითონ უფალია. ქრისტემ თქვა: "მე ვარ ჭეშმარიტება, გზა, ცხოვრება". ჭეშმარიტება წმიდა სახარებაა, ჭეშმარიტება იესო ქრისტეს სახელია. უმაღლესი ჭეშმარიტებისკან სიმართლეს მივყავართ. ქრისტიანის აზრები, სიტყვები და საქმეები ერთიანი უნდა იყოს. იოანე კრონშტადტელი ამბობს: "თუ ადამიანს ატყუებ, მაშინ აუცილებლად ღმერთის წინაშეც იცრუებ