image

თემა: ღვთის სამართალი

ღვთის სიმართლე მოითხოვს, რომ ცოდვილი თავისი ცოდვების გამო დაისაჯოს. და თუკი ცოდვილი აუცილებლად დაისჯება, მისთვის უკეთესია დაისაჯოს აქ და მადლიერებით ითმინოს დროებითი სასჯელი, ვიდრე მომავალ საუკუნეში უსასრულოდ დაიტანჯოს.
link
image

თემა: ღვთის სამართალი

როცა ღმერთი იმდენს არ გაძლევს, რამდენიც შენ გინდა, ან შენს თავს სხვებს ამჯობინებს, ამით ნუ განაწყენდები, თავი უღირსად მიიჩნიე ამ ძღვენისა, იმითაც კმაყოფილი იყავი, რაც გაქვს, ადიდე შემოქმედი უფლის განგება, რამეთუ იგი ყოველთვის წმიდ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვთის სამართალი

წმინდაო მამაო, რა არის საღმრთო მართლმსაჯულება?საღმრთო მართლმსაჯულება ეს მრავლისმოთმინებაა, რომელიც საკუთარ თავში სიმდაბლესა და სიყვარულს შეიცავს; ღმერთი უაღრესად კეთილია, მაგრამ ამავე დროს, ის მეტად თანამგრძნობელია და მისი თანამგრძნობლობა მის სამართლიანობას აჭარბებს. შენთვის გასაგები რომ გახდეს, ასეთ მაგალითს მოვიტან: თუკი ადამიანს არასოდეს მისცემია კეთილი შესაძლებლობა, რომ ღვთის შესახებ რამე სმენოდა, ღმერთი მას იმ მდგომარეობის მიხედვით კი არ განსჯის, რომელშიც ის ამ შემთხვევაში იმყოფება, არამედ, იმის მიხდვით, რა მდგომარეობაშიც იქნებოდა, ღმერთის შესახებ რომ სცოდნოდა. სხვაგვარად ხომ ღმერთი სამართლიანი ვერ იქნება. საღვთო სამართალს თავისი კანონები აქვს. ზოგჯერ ერთს პლუს ერთი ორს ნიშნავს, ზოგჯერ კი - ორ მილიონს.
link
image

თემა: ღვთის სამართალი

წმიდაო მამაო, რანაირად აღესრულება საღვთო სამართალი იმ ადამიანზე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა?ადამიანური სამართალი ამბობს: "ცოდვა ჩაიდინე და უნდა დაისაჯო"! ხოლო საღვთო სამართალი იტყვის: "აღიარე შენი შეცდომა და ინანიებ? მაშ,შენდობას მიიღებ". განა ასე არ ხდება: როდესაც ადამიანი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს, თუ იგი გულწრფელად მოინანიებს და აღიარებს ჩადენილს, თუნდაც მასზე მცირედი ეჭვიც კი არავის ჰქონდეს, თვით ადამიანური სამართალი ასეთი კაცის მიმართ უაღრესად შემწყნარებელია ხოლმე. და თუ შემცოდე შემწყნარებლობით განისჯება კაცთაგან, რამდენად დიდი იქნება მისდამი შემწყნარებლობა ღვთისაგან, რომელიც მართალი და თანამგრძნობელი მსაჯულია.

ყველა ჩვენგანი ღვთის ხელშია. ის გვიყურებს ჩვენ და ყველაფერს დანამდვილებით ხედავს, მისთვის ტოველი კაცის გული გახსნილია. ის ჩვენდამი უსამართლო არ იქნება რამდენადაც არსებობს ღვთის სამართლიანობა, საღვთო მისაგებელი და - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - რამდენადაც ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ, არც ერთი სიკეთე, რომელსაც ადამიანი აღასრულებს, ტყუილუბრალოდ არ ჩაივლის. ამიტომ იგი, ვინც ადამიანისადმი სამართლიან დამოკიდებულებას ესწრაფვის, სრულიად უვარგისი, განუვითარებელია.

შევნიშნე, რომ თუ ის ადამიანი, უსამართლობის მსხვერპლი რომ გახდა, მომხდარს ისე შეხვდება, როგორც ამას საღვთო სამართალი მოითხოვს, მას ღმერთი ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში გაამართლებს. მახსოვს, ომის შემდეგ ორდენების გადმოსაცემად ჩვენთან მოვიდა გენერალი. ამ დღეს მე არ ვიყავი, როდესაც გენერალმა ჩემი გვარი ამოიკითხა, რიგიდან გამოვიდა ერთი ჩემი თანამშრომელი - წარმოშობით ფარასიდან და ჩემი კუთვნილი ჯილდო მან მიიღო. სხვა ჯარისკაცებმა არაფერი თქვეს, იმიტომ, რომ იმ დროს ჯარში ასეთი ტყულისთვის ცეხეში სვამდნენ. როდესაც გენერალი წავიდა, ეს ჯარისკაცი დაიმალა, რადგანაც ეშინოდა, რომ დანარჩენები სიკვდილამდე სცემდნენ. მას შემდეგ, რაც ნაწილში დავბრუნდი, ჩემთან მოსვლასაც გაურბოდა. დიდხანს მიარა გარშემო და ბოლოს მითხრა: - მაპატიე, მე ასე და ასე მოვიქეციო. - "ძალიან კარგად მოქცეულხარ, მე რაში მჭირდებოდა ის ორდენი"? - ვუპასუხე მე. შემდეგ იგი ამ ორდენს აღლუმებზე კეთებდა. ხოლო ორმოცი წლის შემდეგ - აქ მონასტერში თესალონიკის პირველი არმიის ხელმძღვანელი მოვიდა და მომიტანა ჯილდო - ალექსანდრე მაკედონელის ორდენი. ამის დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე. დიახ, ორმოცი წლის შემდეგ! და მე გამაოცა იმ ამბავმა, რომ მარშალი სწორედ თესალონიკიდან მოვიდა, ანუ იმ მხრიდან, საიდანაც ის ჯარისკაცი იყო, ჩემი ჯილდო რომ მიითვისა. ხედავთ, როგორ ხდება?! თუ იმას ვესწრაფით, რომ სამართლიანად მოგვექცნენ, ვკარგავთ იმას, რასაც აქ უნდა ვესწრაფოდეთ და იმასაც, რასაც ქრისტე, ამქვეყნიური უსამართლობის დათმენის სანაცვლოდ, იმქვეყნად გვიმზადებს. ანუ სრულიად უსამართლო რამის გამო ვკარგავთ მთავარს, მარადიულს. რადგანაც ასეა თუ ისე, ყოველივე ამქვეყნიური ხომ არარაობაა. მაშ, რიღასთვის გვჭირდება ყოველივე ეს?!
link