თემა: ხატი
415. რას ემყარება წმიდა ხატების თაყვანისცემა?1) ქრისტიანობაში არაფერია უსაფუძვლო და უჩვეულო. თვით წმიდა ხატების გამოყენებაც ძველ გადმოცემებს ემყარება. ამის ნათელი მაგალითია ტოპარქოს ავგაროზისადმი გაგზავნილი, ლუსკუმაში მოთავსებლი ღირსსახსოვარი ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი ზედმიწევნით ჩამოჰგავს მაცხოვრის ხორციელ იერსახეს, ზუსტად შეესაბამება მის ფერად გამოსახულებას.2) მეორეს მხრივ, ლოდში, ე.წ. დიოსპოლში მოგვეპოვება სპეტაკ თეთრ ფილებზე წარმოჩენილი სამი წყრთა სიდიდის ხელთუქმნელი ხატი დედისა მისისა – ყოვლად უბიწო ღვთისმშობლისა მარიამისა. თაყვანისმცემელთათვის მისი ხილვა ხელმისაწვდომია ჯერ კიდევ მოციქულთა ეპოქიდან დღემდე, მათ მიერვე დაარსებულ, დასავლეთისაკენ მიქცეულ მრგვალ ტაძარში... გადმოცემათა მიხედვით, ეს ტაძარი ჯერ კიდევ ღვთისმშობლის მიძინებამდე აუგიათ. მოციქულები ასულან სიონზე, სადაც იგი იმყოფებოდა და მიუმართავთ: „სად იყავი სძალო? ჩვენ ხომ აგიგეთ სახლი ლოდში“. მას კი უპასუხია: „მეც იქ ვიყავი თქვენთან ერთად და ეხლაც ვიმყოფები“. ამის გაგონებისთანავე ისინი ლოდში დაბრუნებულან, შესულან ტაძარში და უხილავთ ის, რის შესახებაც მათ ღვთისმშობელმა ამცნო – მისი გამოსახულება მთელს სიგრძეზე. ეს გადმოცემა ძველი დროიდან დღემდე ურყევად ცოცხლობს ადგილობრივ მოსახლეობაში.
3) მესამე მოწმობა – მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ, როგორც მისი თანამედროვენი ამტკიცებენ, საკუთარი ხელით შეჰქმნა (ხატი) ჯერ კიდევ ხორციელად მცხოვრები ქრისტესი და მისი ყოვლად უბიწო დედისა
link