მხოლოდ მოძღვარსა და წინამძღვარს შეუძლია განურისხდეს ვინმეს, ისიც მხოლოდ რაიმე მოღვაწეობის გამო, ხოლო სხვას არავის. განრისხება სამართლიანია მხოლოდ ეშმაკთა მიმართ
103. რა არის ღვთის შიში და რა სიკეთეს მიიღებს მისი მომპოვნებელი?
შიში ღვთისა არის მამა გულისყურისა, გულისყური კი დედაა შინაგანი სიმშვიდისა. შიში ღვთისა გამოაღვიძებს მიძინებულ სინდისს, თითქოსდა ჩაახედებს სულს აუმღვრეველ გამჭვირვალე წყალში, რათა დაინახოს თავისი ულამაზობა. აი, ასე იბადებიან სინანულის საწყისნი და გამოიზრდებიან ფესვნი სინანულისანი