image

თემა: სულიერი მოძღვარი

რაც უფრო მაღლა ვაყენებთ მიზანს, მით უფრო გვმართებს სიფრთხილე: ამ შემთხვევაში უგუნურება ეხება თვით სულს და საფრთხე ემუქრება არა რომელიმე საუნჯის დაკარგვას, არამედ თავის დაღუპვას და საკუთარი სულისათვის ზიანის მიყენებას ... ამიტომ, უ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ადამიანი

639. რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი ყველაზე გვიან?ყველაზე გვიან შექმნა ღმერთმა ადამიანი, რათა მას ყველა საკვირველება დაენახა, უფლებულიყო მათზე, გულისხმაეყო მისთვის ბოძებული, ეცნა ძალა შემოქმედისა.
link
image

თემა: ადამიანი,  სული,  ღმერთი

292. როგორი უნდა იყოს ადამიანი, თუკი იგი სულით განწმენდილია?განწმენდილი თუ არის ადამიანის სული, მას თავის თავში არაფერი უნდა ჰქონდეს, გარდა ღმერთისა, და სხვას არაფერს უნდა მიაპყრობდეს თავის ყურადღებას, თვინიერ შემოქმედი ღმერთისა.
link
image

თემა: ღმერთი

763. რას გვასწავლიან წმ. მამები ყოვლადწმიდა სამების შესახებ?როგორც ღმერთშემოსილი მამები გვასწავლიან, ყოვლადარსი სამება არის ერთი სამპიროვანი ღმერთი: გონება – მამა, სიტყვა – ძე, სული – სულიწმიდა, – აი, სწორედ ესაა ჩვენი სასოების საფუძველთა საფუძველი. ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ცნობა საღმრთო წერილის მიხედვით არის დასაბამი უკვდავებისა, ხოლო სამპიროვანი ერთი ღმერთის შეცნობა – სრულყოფილი სიმართლეა.
link
image

თემა: მამაო ჩვენო

994. რას ვევედრებით უფალს შემდეგი სიტყვებით: „მოვედინ სუფევა შენი“?როცა ვითხოვთ, რომ სუფევა ღმრთისა მოვიდეს ჩვენთან, სინამდვილეში შემდეგს ვევედრებით: დაე, გავთავისუფლდე მე ხრწნილებისაგან; დაე, განმშორდეს მე სიკვდილი; გაიხსნას ცოდვის საკრველნი; ნუღა სუფევს ჩემს ზედა სიკვდილი; ნუღარ ძალადობს ჩემზე მანკიერების თვითნებობა; ნუღარ მძლავრობს ჩემს ზედა მტერი, ნუ მატყვევებს მე, ნუ მამონებს ცოდვილთ, ??????????არამედ „მოვედინ სუფევა შენი“, რათა განმშორდნენ, ან, რაც უკეთესია, განქარწყლდნენ სრულად მოჭარბებით გამეფებული ვნებები. „მოვედინ სუფევა შენი! – რა ტკბილი გამოთქმაა! ასე ცხადად ვლოცულობთ: დაე, დაიშალოს მოწინააღმდეგე ძალა; დაე, განადგურდეს უცხო თესლთა ლაშქარი; დაე, შეწყდეს სხეულის სულთან ბრძოლა; დაე, ნუ იქნება სხეული სულის მტერთა სადგური; დაე, გამომიჩნდეს მე ხელმწიფობრივი სუფევა, ანგელოზის ხელი, ათასი წარმმართველი; ბევრეულ შემწეთა მარჯვენით, რათა მეორე მხრიდან დაეცეს ბევრეული მტერთა. მტერი ძლიერია; მაგრამ ის საშიშია და უძლეველი მხოლოდ შენს შეწევნას მოკლებულთათვის. და ოდეს მოვიდეს სუფევა შენი, „წარხდეს სალმობა და მწუხარება“ (ეს. 35,10), მათ ნაცვლად კი ცხოვრება, მშვიდობა და სიხარული დამყარდეს.
link
image

თემა: სიღარიბე

575. სამართლიანია თუ არა ჩემი მწუხარება იმის გამო, რომ ხელმოკლეობის მიზეზით არ შემიძლია შევისრულო უდიდესი სურვილი – იერუსალიმის სიწმინდეთა მონახულება?რატომ უნდა ვეცადოთ იმის გაკეთებას, რაც არც ნეტარად შეგვქმნის და არც ცათა სასუფეველს მიგვაახლოებს?! ან კი უფრო მეტს და უმჯობესს რას მიიღებს ის, ვინც წმინდა ადგილებს მოინახულებს იერუსალიმში?! – თითქოს უფალი დღემდე სხეულებრივად ჰგიებდეს მათში, ჩვენგან კი, ქვეყნიერების სხვა ადგილებში მცხოვრებ მორწმუნეთაგან მოშორებული იყოს! ან თითქოს სულიწმიდა უხვად იყოს გადმოღვრილი იერუსალიმის მკვიდრ ქირსიანთა შორის, ჩვენთან კი, სხვა ქალაქების მკვიდრთა თანა, არ შეეძლოს მოსვლა... ადგილს თუ შევიცვლით მხოლოდ, ეს სულაც არ დაგვაახლოებს ღმერთთან. სადაც არ უნდა იმყოფებოდე, ქვეყნის რომელ კუთხეშიც არ უნდა იყო, უფალი უსათუოდ მოვალს შენთან, თუკი შენი სულის სამკვიდრებელი ღირსეული სამყოფელი აღმოჩნდება უფლისათვის, რათა მან შეძლოს შენში შემოსახლება და შენთან ერთად სრბა... ხოლო, თუკი შენი შინაგანი კაცი მზაკვრული და უჯერო ზრახვებითაა აღსავსე, მაშინ თუნდაც გოლგოთაზე იმყოფებოდე, გინდაც ზეთისხილის მთაზე და გინდაც ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ალაგთან – სულ ერთია, შენ მაინც ისევე არ შეგეძლება უფლის მიღება შენს არსებაში, როგორადაც სრულიად ურწმუნო ადამიანს, ანდა იმას, ვისაც ჯერ ჭეშმარიტი სარწმუნოების საწყისებიც კი არ უღიარებია... ჭეშმარიტად, ვისაც გულში ღმერთი შეუძენია, მასში ყოველთვის არის ბეთლემიც, გოლგოთაც, ელეონის მთაც და ყველა სხვა წმინდა ადგილიც, რამეთუ ასეთი ადამიანი თვითონვე შექნილა სიწმიდედ.
link