თემა: ზიარება,  ღვთისმსახურება

442. როგორ უნდა ვიდგეთ წირვაზე?კვირას, ცისკრის ჟამს, მიდი ეკლესიაში, შეუვრდი უფალს, აღუარე მას შენი ცოდვები და ცრემლით შეინანე. იდექი ლოცვით და დაიცადე გასრულებამდე. მოიხსენე მსხვერპლშეწირვისას პირველშესვენებულნი მშობელნი შენნი და ყოველი მონათესავენი. ამას თუ აღასრულებ, დიდად განუსვენებ მათ. ილოცე, იხილე უფალი შენი ვნებული, დამდაბლებული, ჯვარცმული, განყოფილი და მოუკლებელი. თუკი წმინდად გიპყრია შენი სულის საუნჯე, მიდი და ეზიარე უფლის სისხლსა და ხორცს. მაგრამ გონებაში რაიმე ეჭვის მქონე, ნუ გაბედავ ზირებას, ციდრე არ გაიწმენდ სულს სინანულით.
link
 

თემა: ღვთისმსახურება

36. თუ შეიძლება ლოცვის დასრულებამდე ეკლესიიდან გამოსვლა?ლოცვასა და წირვაზე იდექი და მოიცადე დასრულებამდე. გაიხსენე იუდა გამცემლის დანაშული და ნუ გამოხვალ ეკლესიიდან, რადგან იგი შეიქმნა დასაბამი იუდას წარწყმედისა, ვინაიდან არ დაელოდა ლოცვის დასრულებას. მიიღო თუ არა ცხოვრების პური, ადგა და გამოვიდა. მაშინვე შევიდა მასში ეშმაკი და ისწრაფოდა უფლის გაცემას. თუ შენც დროზე ადრე გამოხვალ, იმავე სასჯელს მიიღებ. მცირე დროის გამო ნუ ეზიარები იუდას სასჯელს. არ არის შენთვის მძიმე იქ დგომა და ლოდინი. არც ზამთარი გაჭირვებს შენ იქ, არც ცეცხლი, არც სხვა რაიმე გვემა, არამედ მხოლოდ მოთმინებაა საჭირო იმ ერთი ჟამისთვის. ჩვენ სხვა არაფრისათვის გვებრძანა უქმობა კვირა დღეს, არამედ, რათა ლოცვისათვის მოვიცალოთ
link
 

თემა: მოწყალება,  ღვთისმსახურება

488. თუ შეიძლება კვირა დღეს არ დაესწროს კაცი წირვას და მოწყალების გასაცემად იღვაწოს?ვინმეს მონა რომ მოიპარო, გაყიდო და გლახაკებს გაუნაწილო, რა მადლს მიიღებ ღვთისაგან? ასევეა კაციც, რომელიც მოიპარავს უფლის დღეს გლახაკთა შესაწევნელად.
link