თემა: ანგელოზი
790. რას გვასწავლიან წმ. მამები ქერუბიმთა შესახებ?თუკი სერაბიმთათვის ღმერთი ცეცხლივით მგზებარე სიყვარულია, ქერუბიმთათვის ღმერთი მარად მანათობელი სიბრძნეა. ქერუბიმნი განუწყვეტლივ უღრმავდებიან ღვთაებრივ სიბრძნეს, აქებენ და უგალობენ მას თავიანთ საგალობლებში, ჭვრეტენ ღვთაებრივ საიდუმლოებებს და თრთოლვით იხრიან ქედს მათ წინაშე. იწოდებიან ისინი „მრავალთვალიანად“. ეს ნიშნავს: ღვთაებრივი სიბრძნის განუწყვეტელი ჭვრეტით ქერუბიმები თავად არიან ცოდნით აღსავსე, ამიტომაც ისინი ყველაფერს სრულყოფილად ხედავენ და იციან და ცოდნას აუწყებენ ადამიანებს.
link