406. რატომ არის დაწესებული მარხვა ოთხშაბათსა და პარასკევს?
ამ დღეებში მარხვა, გადმოცემისამებრ, კანონიერად არის დაწესებული ჩვენთვის: ოთხშაბათს – ურიების მიერ უფლის შესაპყრობად მოწყობილი შეკრების გამო; პარასკევს – მისი საცხოვნებელი ვნების გამო.
452. თუკი გონებამიხდილმა თავი მოიკლა, შეიძლება თუ არა მისთვის წირვის დაყენება?
მღვდელმა უნდა გამოიძიოს, თუ ნამდვილად არ იყო გონებაზე მაშინ, როცა ასეთი საქმე გააკეთა... ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანთა გამოცდის ან სხვა რაიმე ჭირის გამო სულმოკლექმნილი მოიქცა ასე. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება მისთვის წირვის გადახდა, რადგან თვითმკვლელია. ამიტომ მღვდელს ევალება დაწვრილებით გამოიკითხოს, რათა სასჯელს არ მიეცეს.
682. თუ დედაკაცი შობს წმიდა აღდგომის წინ, უნდა იმარხოს მან, თუ შეუძლია მარხვის გახსნილება?
მარხვა დაწესებულია ხორცის დათრგუნვისათვის; ხოლო როდესაც ხორცი ისედაც დათრგუნვილი და უძლურია, დედაკაცს შეუძლია, რამდენიც უნდა მიიღოს საკვები და სასმელი.