image

თემა: ჯადო

ხშირად გავიგონებთ, რომ ვითომ რაღაც წახდა ქორწილში, ქატო მოიტანეს ქორწილში, რომ ვიღაც გათვალეს, შეიძლება მართლა ასე იყოს? არსებობს ჯადო?ერთი ადამიანის ზეგავლენა მეორეზე აუცილებლად არსებობს. ხომ ვამბობთ ხშირად, იმან გავლენა მოახდინა, ვისმეზე იმოქმედა... თუ კი კეთილი ზეგავლენა შეიძლება, შეიძლება ცუდი ზეგავლენაც. თუ ადამიანი ბოროტია, თუ ის შეეთვისა ბოროტ სულს, როგორ არ შეიძლება ცუდი ზეგავლენა მოახდინოს სხვებზე? მაგრამ უნდა შეგვეშინდე თუ არა ჯადოსი და გათვალვის? თუ ჯადო გაკეთებულია, როგორ უნდა მოვიშოროთ იგი? ცუდ ძალას ქრისტიანი წინ უნდა აღუდგეს საკუთარი სულიერი ძალით, მადლით, რომელიც მას აქვს. ქრისტიანმა თავი ყოველთვის უნდა დაიცვას პირჯვრის გადასახვით, ლოცვით, ღვთის სიტყვის კითხვით, სიწმინდეებით, ნაკურთხი წყლით, სეფისკვერით, ნაკურთხი ზეთით, ხშირი აღსარებითა და ზიარებით, და ასე შემდეგ... ასეთ შემთხვევაში მტერი იოლად ვერ მოერევა მას.
link