წმ. იოანე ოქროპირი

არა არს ზაკუვაი ღმრთისა თანა და არცა ვის ტანჯვით კუალად სატანჯველად მისცვალებს, რომელნი ჰმადლობენ

არა არს ზაკუვაი ღმრთისა თანა და არცა ვის ტანჯვით კუალად სატანჯველად მისცვალებს, რომელნი ჰმადლობენ მას, არამედ მცირედითა ამით უძლურებითა, რომლითა აქა ვიტანჯნეთ, შეგვინდობს და მოგვისპობს ჩუენ სატანჯველთა მათ საუკუნეთა, ხოლო რომელნი მოკუდენ და არა შეემთხვიოს განსაცდელი აქა, მათთვის იტყვის წიგნი: ბოროტ არს სიკუდილი ცოდვილთაი (ფსალმ. 33, 22). არა არს ვითარცა სიკუდილი უძლურთაი, ვითარცა თქუა ღმერთმან ლაზარესთვის გლახაკისა და მდიდრისა მისთვის, ვითარმედ: მიგიღებიეს შენ კეთილი შენი საწუთროსა და მიიღე აქა სატანჯველი საუკუნოი კეთილთა მათ წილ (ლუკა 16, 25). და ლაზარე სიგლახაკისა და უძლურებისა მისისათვის შთაისუა წიაღთა აბრაჰამისთა და სუფევს იგი საუკუნეთა შინა კეთილთა უკუნისამდე. და რომელნი უძლურ იქმნენ აქა ხორცითა და ჰმადლობდენ, საუკუნეთა მათ განსუენებათა ღირს იქმნენ, და აქა განსუენებულნი და ნუკვეულნი საჭმლითა და სასუმლითა და ნებითა ხორცთაითა საწუთროსა მცირედ ჟამ მივიდნენ მერმესა მას საუკუნესა შიმშილსა და წყურილსა, ბნელსა მას და ტირილსა და სატანჯუელთა დაულევნელთა დაულევნელთა, ვითარცა თქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ვითარმედ: გზაი იგი ცხორებად მიმყვანებელი იწრო და საჭირველ არს, ხოლო გზაი იგი, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, ვრცელ და ფართო არს იგი (მათე 7, 13-14).
 
თემატური კითხვები
3