
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
თემა:
იესოს ლოცვა
შინაგანი ლოცვით ქმედება ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმოთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად.
შინაგანი ლოცვით ქმედება ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმოთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად. თავიდან სწრაფად, ისე, რომ გონებამ გაფანტვა ვერ მოასწროს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. როცა ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე თავად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს. და სულ ამის წარმოთქმა გსურს და თუ შეწყვეტ, გული გწყდება.
|