თემა:
სიმდიდრე
მონაგებთა სიუხვე, სიმდიდრე, მშობელთა სიყვარული და ქება-დიდება გარშემომყოფთაგან დიდი დაბრკოლებაა
მონაგებთა სიუხვე, სიმდიდრე, მშობელთა სიყვარული და ქება-დიდება გარშემომყოფთაგან დიდი დაბრკოლებაა სულიერი ცხოვრების გზაზე. წმიდა მამებს ძალიან ეშინოდათ ცოდვის ამ მიზეზების და ყოველმხრივ განერიდებოდნენ მათ. ამიტომ მიდიოდნენ მონასტრებსა და უდაბნოებში. მაგრამ შენ ნურსად გაიქცევი, არამედ ეცადე იყო ბრძენი, ვითარცა გველი და უმანკო, ვითარცა ტრედი. სხვა ყოველივე წარმავალია, ამაოა, ყალბია, უნდა გვახსოვდეს და გვწამდეს, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოვკვდებით. იქ კი საუკუნო სიცოცხლეა და დრო გაჩერებულია. უფალო შეგვიწყალე!
|