საიდუმლოს გამცემი ნდობას დაკარგავს და სულის მეგობარს ვერასოდეს იპოვის. გიყვარდეს მეგობარი და იყავი

საიდუმლოს გამცემი ნდობას დაკარგავს და სულის მეგობარს ვერასოდეს იპოვის.
    გიყვარდეს მეგობარი და იყავი ერთგული მისი, ხოლო თუ მის საიდუმლოებას გააცხადებ, ნუღარ დაედევნები უკან.
    რადგან როგორც კაცი კლავს თავის მტერს, ასევე მოკალი შენ მახლობლის მეგობრობა.
    თითქოსდა ჩიტი გაგეშვას ხელიდან, ისე დაკარგე მახლობელი და ვეღარ მოინადირებ მას.
    ნუღარ დაედევნები, რადგან იგი შორს გაგიდგა და გაგექცა, როგორც შველი ხაფანგისაგან.
    რადგან შეიძლება ჭრილობის შეხვევა და შერიგება ჩხუბის შემდეგ, მაგრამ ვინც საიდუმლო გაამჟღავნა, შერიგების იმედიც დაკარგა.
     თ. 26-27
 
0