წმ. სილუან ათონელი

დიდი მარხვის დროს ერთ ბერს ღმერთმა იეროსქიმონაზვნის აბრაამის პიროვნება დაანახვა ქრისტეში. ე.ი.

დიდი მარხვის დროს ერთ ბერს ღმერთმა იეროსქიმონაზვნის აბრაამის პიროვნება დაანახვა ქრისტეში. ე.ი. აბრაამი ქრისტეს სახეში. იგი იდგა და აღსარებას ამბობდა (იღებდა). ამ დროს შემოვიდა სწორედ ის ბერი და დაინახაა, რომ მოძღვარი, ჭაღარა, პატარა ბიჭივით ახალგაზრდულად გამოიყურება, მთელი მისი სახე გაბრწყინებული იყო და ჰგავდა ქრისტეს. მაშინ ის ბერი მიხვდა, რომ მოძღვარი ასრულებდა თავის სამსახურს სულიწმიდაში და სულიწმიდით მიეტევებათ მონანებულთ ცოდვები. ადამიანებმა რომ დაინახონ რა დიდებაში მსახურობს მღვდელი, დაეცემოდნენ ხილვისაგან; თვითონ მღვდელმა რომ დაინახოს თავისი თავი როგორ ზეციურ დიდებაში ასრულებს თავის მსახურებას, უდიდესი მოღვაწე გახდებოდა, რათა არაფრით არ გაენაწყენებინა მასში მცხოვრები სულიწმიდის მადლი.
 
თემატური კითხვები
0