მორჩილება ეკლესიაში ერთ-ერთი სულიერი საიდუმლოებაა, ამიტომ ურთიერთობა მოძღვარსა და მორჩილს შორის

მორჩილება ეკლესიაში ერთ-ერთი სულიერი საიდუმლოებაა, ამიტომ ურთიერთობა მოძღვარსა და მორჩილს შორის მისტიკური ხასიათისაა. ამ საიდუმლოების აღსრულებით მორჩილი სწავლობს ღვთის ნების აღსრულებას, ამით ღვთაებრივი ნებელობის სფეროში შედის და ღვთაებრივ ცხოვრებას ეზიარება. ხოლო მოძღვარს თავისი ლოცვითა და მოღვაწეობით მიჰყავს მორჩილი ამ გზის შეცნობამდე, აღვივებს მასში ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება. ჭეშმარიტი თავისუფლება იქ არის, სადაც არის ღვთაებრივი სული, ამიტომაც მორჩილების მიზანი, ისევე, როგორც საერთოდ ქრისტიანული ცხოვრებისა, სულიწმიდის მადლის მოპოვებაა.
 
თემატური კითხვები
0