
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა:
მორჩილება
მორჩილ სულს უფალი უმჟღავნებს თავის საიდუმლოებებს. მთელი ცხოვრება ებრძოდნენ წმინდანები სიამაყეს და
მორჩილ სულს უფალი უმჟღავნებს თავის საიდუმლოებებს. მთელი ცხოვრება ებრძოდნენ წმინდანები სიამაყეს და იმორჩილებდნენ თავს. დღე და ღამე ვიბრძვი მორჩილებისთვის და როგორც საჭიროა ისეთი მორჩილი არა ვარ, მაგრამ სულიწმიდით ჩემმა სულმა შეიცნო ქრისტესმიერი მორჩილება. ო, ქრისტესმიერი მორჩილება, იგი აძლევს სულს გამოუთქმელ სიხარულს ღმერთში და ღმერთისადმი სიყვარულით სულს ავიწყდება ცა და დედამიწა, მთელი სურვილით მიისწრაფის ღმერთისაკენ. ო, ქრისტესმიერი მორჩილება, როგორი ტკბილი და სასიამოვნოა იგი. იგი მხოლოდ ანგელოზებისთვის და წმიდა სულებისთვისაა, ჩვენ კი თავი უნდა ჩავთვალოთ ყველაზე უღირსად, აი, მაშინ მოგვცემს უფალი შევიმეცნოთ ქრისტესმიერი მორჩილება სულიწმიდით. მსოფლიომ რომ იცოდეს ქრისტეს სიტყვების ძალა: "ისწავეთ ჩემგან მორჩილება და თავმდაბლობა", - მთელი სამყარო დატოვებდა ყველა სხვა მეცნიერებას და დაიწყებდა მხოლოდ ამ ზეციური მეცნიერების შესწავლას.
|