
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
რა უნდა გავაკეთოთ, რათა გვქონდეს სულში და სხეულში მშვიდობა? ამისათვის ყველა უნდა გვიყვარდეს, როგორც
რა უნდა გავაკეთოთ, რათა გვქონდეს სულში და სხეულში მშვიდობა? ამისათვის ყველა უნდა გვიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი და სიკვდილისათვის უნდა ვიყოთ მზად ყოველ წუთს. როცა სულს ახსოვს სიკვდილი, მაშინ მოდის მორჩილებაში, მთლიანად ეძლევა ღმერთის ნებას, სურს ყოფნა ყველასთან მშვიდობიანად და ყველა უყვარს. როცა ქრისტესმიერი მორჩილება შემოდის სულში, მაშინ მას უხარია იჯდეს, როგორც იობი ჩირქში, სხვებს კი ხედავდეს დიდებაში. მაშინ სულს უხარია, რომ იგი ყველაზე უარესია; საიდუმლოება ქრისტესმიერი მორჩილებისა დიდია და შეუძლებელია მისი ახსნა. სიყვარულით ავსებულ სულს უხარია და სურს სხვებისთვის იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე თავისთვის. უხარია სულს, როცა ხედავს, რომ სხვები კარგად არიან და მწუხარებს, როცა ხედავს, რომ სხვები იტანჯებიან.
|