
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა:
რწმენა
მხოლოდ სულიწმიდით შეიმეცნება ღმერთის სიყვარული რწმენისაგან, გონებით არ შეიმეცნება. ზოგიერთები
მხოლოდ სულიწმიდით შეიმეცნება ღმერთის სიყვარული რწმენისაგან, გონებით არ შეიმეცნება. ზოგიერთები კამათოებენ რწმენის შესახებ და არ უჩანს დასასრული ამ კამათს, მაგრამ კამათი რა საჭიროა; შევევედროთ ღმერთს და ღვთისმშობელს, და უფალი კამათის გარეშე გაგინათებთ, ჩქარა გაგინათებთ გონებას. ბევრმა ყველა სარწმუნოება ისწავლა, მაგრამ ჭეშმარიტი რწმენა როგორც საჭიროა, ვერ შეიმეცნა. ვინც მორჩილებით შეეხვეწება ღმერთს, მას მისცემს უფალი შემეცნებას, რა ძლიერ უყვარს მას ადამიანი. ამაყი ადამიანები ყველაფრის მოპოვებას, მიღწევას გონებით ცდილობენ, მაგრამ ღმერთი არ მისცემს მას ამას. ჩვენ ვიცნობთ უფალს, მან თავი გაგვიმჟღავნა სულიწმიდით და სული იცნობს მას და უხარია, მშვიდადაა და აი, ამაშია ჩვენი წმიდა ცხოვრება.
|